“ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ცნობილია
ესპანური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება. ცნობილია, რომ ესპანელმა მსაჯმა “რეალის” თამაში 13-ჯერ, ხოლო “ბარსელონას” კი 12-ჯერ განსაჯა. სანჩეს მარტინესის პირველი კლასიკო 2017 წლის სუპერთასზე შედგა, სადაც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. მისი მონაწილეობით, ბოლო “ელ კლასიკო” გასული წლის 23 დეკემბერს შედგა, სადაც “რეალმა” 3 უპასუხო გოლი […]
მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ “რეალის” გარემარბი ვინისიუსი ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა. საქმე იმაშია, რომ ერთ მომენტში მოთამაშეები ბურთისთვის იბრძოდნენ, სადაც მადრიდელთა ბრაზილიელ შემტევს ზედმეტი მოუვიდა და მეტოქე აკრძალული ილეთით ჩამოიშორა. აღნიშნული ქმედებისთვის მატჩის მთავარმა არბიტრამა ფეხბურთელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ განაცხადა, […]
6 მატჩი კამპ ნოუზე მარცხის გარეშე – ზიდანმა რეკორდი დაამყარა
ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია მადრიდის “რეალის” ისტორიაში, რომელიც კამპ ნოუზე ჩატარებული 6 მატჩში არცერთხელ არ დამარცხებულა. “რეალი” “ელ კლასიკოს” საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა: მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე ჯერ “კადისმა”, შემდეგ კი “შახტარმა” დაამარცხა. შესაბამისად, შექმნილი იყო მოლოდინი, რომ საკუთარ მოედანზე მოთამაშე “ბარსელონას” ეძლეოდა შანსი, ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილი “რეალი” საკუთარ მოედანზე პირველად დაემარცხებინა. თუმცა, ცოტა […]
Marca-ს განცხადებით, ბარსელონამ დღეს მესის გარეშე მოიგო
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. აღნიშნული თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ – Marca-მ შეაფასა. სტატიაში ნათქვამია, რომ “ბარსამ” “ელ კლასიკოში” კვლავ მესის გარეშე მოიგო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ამ გუნდების პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით […]
Marca-ს მსაჯმა განაცხადა, რომ ვინიციუსზე პენალტი დასანიშნი იყო
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. ესპანური გამოცემის – Marca-ს მსაჯი, ანდუარ ოლივეირა პირველ ტაიმის საკამათო ეპიზოდს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სემედომ საჯარიმოში ვინიციუსი წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. “აშკარაა, რომ ვინიციუსის წინააღმდეგ […]
TOP 50 გოლი ელ კლასიკოს ისტორიაში (ვიდეო)
აზარი ტრავმირებულია – ბელგიელმა შესაძლოა კლასიკო გამოტოვოს
მადრიდის “რეალმა” “პსჟ-ს” დამარცხება ისევ ვერ მოახერხა, ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ჩემპიონთა ლიგაში ქულები კვლავ დაკარგა. ფრედ, 2:2 დასრულებულ შეხვედრაში “სამეფო კლუბისთვის” კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მატჩის 68-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება გუნდის ახალწვეულ ედენ აზარს მოუწია. ბელგიის ნაკრების ლიდერმა ბოლომდე თამაში ფეხის ტერფის ტრავმის გამო ვერ მოახერხა და მოედანი სამედიცინო შტაბის წევრების დახმარებით […]
ანსუ ფატი – 1941 წლის შემდეგ, ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი
პრიმერა დივიზიონის მე-10, გადადებულ ტურში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:0 დამთავრდა, რაც 2002 წლის შემდეგ, პირველად მოხდა. მატჩის 83-ე წუთზე, მოედანზე “ბარსელონას” შემტევი და ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ანსუ ფატი შემოვიდა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი, 1941 წლის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც “ელ კლასიკოში” მონაწილეობა მიიღო. მოედანზე შემოსვლისას, ანსუ ფატი 17 წლის და 48 […]
არტურო ვიდალის საუკეთესო მომენტები ბოლო ელ კლასიკოდან (ვიდეო)
არტურო ვიდალის ფენომენალური სტატისტიკა ელ კლასიკოში
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, სადაც ელ კლასიკო შედგა. ელ კლასიკო “ბარსელონას” გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩი 70-ე წუთზე მოედანზე არტურის ნაცვლად არტურო ვიდალი შემოვიდა, რომელმაც საოცარი სტატისტიკის დაფიქსირება შეძლო. ჩილელმა ფეხბურთელმა 20 წუთში მეტოქეს 5-ჯერ აართვა ბურთი, რაც მთელი თამაშის განმავლობაში ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.
ბარსელონა – რეალი (ძირითადი შემადგენლობები)
კატალონიის “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა ელ კლასიკოში: მადრიდის “რეალის” შემადგელობა “ბარსელონას” წინააღმდეგ: