ვინიციუსმა პიკე შეარცხვინა (ვიდეო)
ვალვერდე და დე იონგი: ახალგაზრდა ნახევარმცველების პირველი დუელი კლასიკოში
დღეს “ელ კლასიკოა”. კატალონიის “ბარსელონა” შინ, “კამპ ნოუზე” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. დღევანდელი დაპირისპირებისას ნახევარდაცვაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დუელი შედგება. “ბლაუგრანას” ახალწვეული, ფრენკი დე იონგი, რომელიც კარიერაში პირველ “კლასიკოს” ჩაატარებს და ზინედინ ზიდანის 21 წლის საყრდენი ძალა, ფედე ვალვერდე, რომელიც “კამპ ნოუზე” პირველად ითამაშებს. “ბარსელონას” 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დე იონგი, რომელიც კატალონიელებს თავს შრომისუნარიანობით, დისციპლინით, დაცვაში […]
ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა […]
საუკეთესო გოლები, ბრძოლა, დაპირისპირება – გავიხსენოთ ელ კლასიკოს საუკეთესო მომენტები
რამოსის ყველა ჩხუბი მესისთან (ვიდეო)
მარიანომ მოედანზე შემოსვლიდან პირველივე შეხებით გაიტანა (ვიდეო)
მალკომმა რეალს გაუთანაბრა (ვიდეო)
ოფიციალურად: ელ კლასიკოს ახალი თარიღი ცნობილია
სეზონის პირველი “ელ კლასიკო”, რომელიც “კამპ ნოუზე” უნდა გამართულიყო, კატალონიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გადაიდო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თავდაპირველად გუნდებს სთავაზობდა, რომ შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულიყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.
რონალდ კუმანი: “მე ჯერ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა მევალება”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრელ “ფერენცვაროშთან” საშინაო გამარჯვების (5: 1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ: “ბარსელონას” თამაშით, გატანილი ხუთი გოლით და მოპოვებული ქულებით. ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ამ დონის ტურნირებში სათამაშო წუთები სჭირდებათ, კარგი გამოცდილება მიიღეს. ტრინკაომ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას, დემბელე თამაშში […]
რეგილონმა კლასიკოს შემდეგ იტირა (ვიდეო)
გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. განცდილი მარცხი მადრიდელთა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა ძალიან განიცადა. ესპანელმა ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა. A esto le llamo yo sentir los colores. @sergio_regui pic.twitter.com/LzRv8kOB85 — Madridismo Real™ (@MadridismoreaI) February 27, […]
ბარსელონას და რეალის შემადგენლობები ცნობილია
ლა ლიგის მეათე ტურის ეგიდით გასამართი ელ კლასიკოს დაწყებამდე 1 საათით ადრე, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ძირითადი შემადგენლობები ცნობილი გახდა. “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას მასპინძლები შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ: ტერ შტეგნი – სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა – რობერტო, რაკიტიჩი, დე იონგი, სუარესი, მესი, გრიზმანი. ⚠️ There has been a change to the starting 11 for #ElClásico. […]
ოპერაციიდან 5 დღეში – არაუხოს 120 წუთი ელ კლასიკოში
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “ბარსელონა” “რეალთან” 2:3 დამარცხდა. კატალონიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა რონალდ არაუხომ. თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ ურუგვაელი მცველი “ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებდა. მან ესპანეთის თასის მატჩში ხელი მოიტეხა და “რეალთან” მატჩამდე 5 დღით ადრე ოპერაცია გაიკეთა. მოუხედავად ამ ყველაფრისა, 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 120 წუთი გაატარა. “ბარსელონას” შემადგენლობაში არაუხო ერთ-ერთი გამორჩეული იყო.