ინიესტა: “ბარსელონა ცუდად იქცევა, მწვრთნელს პატივი უნდა სცე”
ერნესტო ვალვერდეს მდგომარეობა თანდათან რთულდება. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია რომ კატალონიური გრანდის მესვეურებმა ჩავისთან დაიწყეს მოლაპარაკებები. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის თაობაზე ანდრეს ინიესტამ საკუთარი აზრი დააფიქსირა. “ბლაუგრანას” ლეგენდა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ვალვერდესთან მიმართებაში ცუდად იქცევა. “კატალონიური გრანდი ცუდად იქცევა, მწვრთნელს პატივი უნდა სცე. ვალვერდეს სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. ვიმედოვნებ სიტუაცია […]
ვალვერდემ სუარესი შესანიშნავი სიტყვებით შეაფასა
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. “ბლაუგრანას” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ, სუარესის შეფასებისას ემოციები ვერ დამალა: “ლუისი დიდებული ფორვარდია. ურუგვაელი ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც უნდა იყოს. სუარესი ძალიან აგრესიული და ამბიციურია, ის მუდმივად […]
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
ფრენკი დე იონგს ბარსელონაში საკუთარი თავის წარმოჩენა სურს
ფრენგი დე იონგი ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. იგივე შეიძლება ითქვას სერხიო ბუსკეტსზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებში და კატალონიურ გრანდში საკუთარ საქმეს იდეალურად ართმევს თავს – აღნიშნულიდან გამომდინარე კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელს საკმაოდ დიდი თავსატეხი აქვს. ფრენგი დე იონგი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლება, რომელიც მომავალში საკუთარ კვალს აუცილებლად დატოვებს – დღეისათვის კი “კამპ ნოუზე” თავის […]
ერნესტო ვალვერდეს ბარსელონური კარიერა რიცხვებში
“ბარსელონასა” და ერნესტო ვალვერდეს გზები საბოლოოდ გაიყარა. ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა კლუბმა ესპანელ მწვრთნელთან განშორება დაადასტურა და ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გუნდში კიკე სეტიენი მოიყვანა. ვალვერდემ “ბლაუგრანაში” არასრული სამი სეზონი გაატარა. აქ ამ პერიოდის განმავლობაში “ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გაკრიტიკებული მწვრთნელის შედეგებზე ვისაუბრებთ. 69.5% – ვალვერდემ ლა ლიგაში “ბარსელონა” 95-ჯერ გაიყვანა და აქედან 66 მატჩი მოიგო […]
ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის საიდუმლო გაამხილა
“რეალთან” გასამართ ელ-კლასიკომდე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის სიძლიერის შესახებ ისაუბრა: ” მესი მატჩის პირველ წუთებს ანალიზისთვის იყენებს, ის ბურთს თითქმის არ ეხება, უბრალოდ დადის მოწინააღმდეგის მცველებს შორის და იმახსოვრებს თუ ვინ როგორ თამაშობს პოზიციურად, მას შემდეგ რაც მატჩი ხურდება იგი ნელ-ნელა ერთვება საქმეში და იცის თუ სადაა მოწინააღმდეგის სისუსტე”
2.5-წლიანი პაუზის შემდეგ – ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა
ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბასკურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა და გამოაცხადა, რომ ყოფილი თავკაცი გუნდს ამჯერად ახალი, 2-წლიანი კონტრაქტით უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ ეს ვალვერდესთვის “ბილბაოში” მესამე მისვლაა, იგი აქ 1997-2005 (2003 წლიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის […]
სუარესი: “ვალვერდემ ყველაფერი დაგვანახა”
მილანის “ინტერის” დამარცხებაში “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან უდიდესი წვლილი ლუის სუარესს მიუძღვის, რომელმაც “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში 2 ეფექტური გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის შესახებაც ისაუბრა. “შესვენების დროს, ჩვენ გამოვასწორეთ ყველა შეცდომა, რაც პირველ ტაიმში დავუშვით. ვალვერდემ ყველაფერი ზუსტად განგვიმარტა – სად და რა შეცდომა დავუშვით, სუსტი და ძლიერი მხარეები. ზუსტად ასეთი ლაფსუსების გამოსწორებისთვის გვყავს […]
ვალვერდე ბარსელონას დაემშვიდობა
ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” აღარ გაწვრთნის. 55 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა. ბასკი მწვრთნელი “ბლაუგრანას” დაემშვიდობა: ჩემი კარიერა “ბარსელონაში” დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ინტენსიური ორ-ნახევარი სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაში მქონდა როგორც სასიხარულო, ასევე, რთული მომენტები. ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ის გამოცდილება, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე შევიძინე. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბართომეუსა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ […]
ვალვერდემ ზიდანზე ისაუბრა
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მადრიდის “რეალის” ტრიუმფატორი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა და ფრანგი სპეციალისტის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
უკვე მესამედ – ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს ატლეტიკი ჩაიბარა
2.5 წლიანი შესვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა – “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს “ატლეტიკი” კარიერაში მესამედ ჩაიბარა. ვალვერდე “ატლეტიკს” 2003-2005 და 2013-17 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში, გუნდმა 306 შეხვედრა გამართა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, “ატლეტიკმა” 31-წლიანი უტიტულო სერია 2015 წელს, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ერთ დროს ბილბაოში ფეხბურთს […]
გრიზმანმა ბარსელონა კლუბის გაფრთხილების გარეშე დატოვა
ესპანური პრესა წერს, რომ ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში “ბარსელონას” პაუზით ისარგებლა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, მაგრამ ეს კლუბის დაუკითხავად გააკეთა. ფრანგი თავდამსხმელის ნიუ იორკში მოგზაურობის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს ფეხბურთელებს თავისუფალი დროის დამოუკიდებლად გამოყენების უფლება აქვთ. “მადლობა, რომ ამ მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეთ. არ ვიცოდი, რადგან […]