ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის საიდუმლო გაამხილა
“რეალთან” გასამართ ელ-კლასიკომდე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის სიძლიერის შესახებ ისაუბრა: ” მესი მატჩის პირველ წუთებს ანალიზისთვის იყენებს, ის ბურთს თითქმის არ ეხება, უბრალოდ დადის მოწინააღმდეგის მცველებს შორის და იმახსოვრებს თუ ვინ როგორ თამაშობს პოზიციურად, მას შემდეგ რაც მატჩი ხურდება იგი ნელ-ნელა ერთვება საქმეში და იცის თუ სადაა მოწინააღმდეგის სისუსტე”
ერნესტო ვალვერდეს ბარსელონა კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე გუნდში 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
ერნესტო ვალვერდეს ბარსელონური კარიერა რიცხვებში
“ბარსელონასა” და ერნესტო ვალვერდეს გზები საბოლოოდ გაიყარა. ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა კლუბმა ესპანელ მწვრთნელთან განშორება დაადასტურა და ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გუნდში კიკე სეტიენი მოიყვანა. ვალვერდემ “ბლაუგრანაში” არასრული სამი სეზონი გაატარა. აქ ამ პერიოდის განმავლობაში “ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გაკრიტიკებული მწვრთნელის შედეგებზე ვისაუბრებთ. 69.5% – ვალვერდემ ლა ლიგაში “ბარსელონა” 95-ჯერ გაიყვანა და აქედან 66 მატჩი მოიგო […]
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ვალვერდე ბარსელონას დღეს დატოვებს
ცნობილი ესპანური გამოცემები ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონადან” წასვლას დღესვე ვარაუდობენ.
ვალვერდე : “მათ გადაგვიარეს”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მატჩის დასრულების შემდეგ პრესასთან ისაუბრა: “მათ უბრალოდ გადაგვიარეს. საშინელი შედეგია ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის. მეტოქემ მოგება დაიმსახურა”
ვალვერდე არ წავა! – ბარსელონას ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს ენდობა
ბოლო პერიოდში წარუმატებელი გამოსვლის, კლუბის სათამაშო ფილოსოფიის ღალატისა და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოსთან” მარცხის (2:3) მიუხედავად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას არ აპირებს. როგორც ესპანელი ჟურნალისტი, ჟოან მარია პოუ წერს, 13 იანვარს კატალონიური გრანდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება, რომ სულ მცირე სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელი სამსახურს არ დაკარგავს. გარდა ამისა, “ბლაუგრანას” დირექტორმა, […]
ვალვერდე ბარსელონას დაემშვიდობა
ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” აღარ გაწვრთნის. 55 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა. ბასკი მწვრთნელი “ბლაუგრანას” დაემშვიდობა: ჩემი კარიერა “ბარსელონაში” დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ინტენსიური ორ-ნახევარი სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაში მქონდა როგორც სასიხარულო, ასევე, რთული მომენტები. ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ის გამოცდილება, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე შევიძინე. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბართომეუსა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ […]
ვალვერდე ორიჯის წყევლის მსხვერპლი გახდა
საკმაოდ იშვიათად შეხვდებით ფაქტს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი მთავარ მწვრთნელს ათავისუფლებდეს. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” მარცხი ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა. “ლივერპულის” ფანებმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას თავისებური ახსნა მოუძებნეს. მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებმა ხუმრობით აღნიშნეს, რომ ვალვერდე “ორიჯის წყევლის” მსხვერპლი გახდა. დივოკ ორიჯი გოლებს იტანს, რის შემდეგაც, მოწინააღმდეგე გუნდის […]
ვალვერდე: “გადადგომაზე არასდროს მიფიქრია”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ვალვერდე: “კრიზისი რეალს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კრიზისი “რეალს” კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. “მადრიდელები შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათონი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” კრიზისშია – ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ, რათა ხაზი გაუსვან მათ სიძლიერეს. ნამდვილად ასეა, “რეალს” უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს”, – აღნიშნა ერნესტო ვალვერდემ. შეგახსენებთ, […]
ვალვერდე: “ლა ლიგას რეალი მოიგებს”
“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მოგების ფავორიტი მადრიდის “რეალია.” მისი აზრით, “სამეფო გუნდი” ძალიან მოტივირებულია და ესპანეთში პირველობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. ვალვერდეს სიტყვების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის დონის ფეხბურთელს, ლა ლიგა მხოლოდ ერთჯერ არ უნდა ჰქონდეს მოგებული. ვალვერდეს გუნდიდან დათხოვნის მომენტში, სატურნირო […]
ვალვერდე: “სლავიასთან მატჩი საუკეთესო არ იყო”
“ბარსელონა” ერნესტო ვალვერდეს ხელში სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება. ჩემპიონთა ლიგაში, კატალონიურმა გრანდმა, “ნოუ კამპზე” პრაღის სლავიას ვერ მოუგო (0:0). მატჩის შემდეგ, კმაყოფილება არც თავად გუნდის დამრიგებელმა გამოხატა. “ამ მატჩს “ბარსელონას” საუკეთესო შეხვედრების კატეგორიაში ნამდვილად ვერ შევიყვან. ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა, რასაც უნდა გავუძლოთ და საქმით ვუპასუხოთ. “სლავიამ” მჭიდროდ დაიცვა […]