ლუის ენრიკე: “საქართველოსთან ისეთივე მატჩი გველის, როგორც საბერძნეთთან, მსგავსი სტილით შევუტევთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საბერძნეთთან ნათამაშები ფრეს (1:1) შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “საერთოდ არ მომწონს ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში და თავისთავად, შედეგიც. მომეწონა რიტმი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბერძნეთი თამაშში დაბრუნდა, ვეღარ შევძელით იმ შანსების გამოყენება, რომელიც შევქმენით და […]
სერხიო რამოსი: “მესიმ შეტყობინება გამომიგზავნა, მისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნება”
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი, სათამაშო მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის ლიონელ მესის შესახებ საუბრობს, რომლის წინააღმდეგ თამაშიც არაერთხელ მოუწია. “მე მიყვარს საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში და მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მესისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის “ბარსაში “იყო, მე კი “რეალში”, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა […]
“ვალენსიას”, მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა “ღამურებისა” და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. “ის არის შესანიშნავი მეკარე, შესანიშნავი დონის. და როდესაც ასეთი ახალგაზრდა ასაკის მქონე მეკარე ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფიქრობს: “მე ვარ კონცენტრირებული”. ამიტომ, შეუძლებელია დღეს იმის […]
ინიესტა: “ბარსელონაში დაბრუნება მინდა”
“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მომავალი საქმიანობის შესახებ საუბრობს. “მინდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე “ბარსელონაში” დავბრუნდე, მაგრამ ეს ჯერ სავსებით თეორიულ დონეზეა. ამჟამად, როგორც ფეხბურთელი თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ 2 წლის განმავლობაში “ვისელ კობესთან” კონტრაქტი მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მინდა, რომ მწვრთნელი გავხდე”,-ამბობს 35 წლის […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]
ხვიჩა კვარაცხელიას განმარტება: “ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია”
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ მოსაზრებაზე რომ იგი ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის განზრახ არ ჩამოდის, განმარტება გააკეთა. “ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე ჩემი […]
ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
“ბარსელონას” ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ “ფერენცვაროშთან” (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე “ფურია როხას” ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, “ინტერისთვის” ჰქონდა გატანილი. 17 […]
ოიარსაბალმა ესპანეთის ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა (ვიდეო)
“მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია – საქართველოს პროექტი ოპტიმისტურია” – ესპანური მედიის გამოხმაურება წილისყრაზე
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, ესპანურმა მედიამ საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და მთლიანად ჩვენი ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა. წილისყრაზე გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე მესამედ, შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. არსებობს იმის შანსი, რომ 22 წლის მამარდაშვილი თანაგუნდელებს, ხოსე გაიასა და უგო გილამონს დაუპირისპირდეს. “ხოსე ლუის გაია […]
“სანიოლს მწირი დრო ჰქონდა, ამიტომ ვაისის სტრატეგიით ვითამაშეთ” – ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შვედეთთან მატჩი შეაფასა
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის თანაშემწე გახლდათ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, ეროვნულ გუნდში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურის შეხვედრაც შეაფასა, რომელიც სტოქჰოლმში შედგა და სადაც შვედეთის ნაკრებმა – 1:0 იმარჯვა. “12 ნოემბრის მატჩის შემდეგ გუნდში ბევრი სიახლე იყო – ახალი სამწვრთნელო შტაბი, […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გუნდი 2021 წელს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მეტოქის არენაზე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. “ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი […]
კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ლეგენდარული მეკარე იკერი კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მადრიდის “რეალის”, “პორტუსა” და “ფურია როხას” ვეტერანი გოლკიპერის კანდიდატურას ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ქალის ცემის ფაქტშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს. 2019 წლის ზაფხულში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეკარემ […]