ზუსტად 5 წლის წინ: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა (ვიდეო)
იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]
ინიესტა: “ბარსელონაში დაბრუნება მინდა”
“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მომავალი საქმიანობის შესახებ საუბრობს. “მინდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე “ბარსელონაში” დავბრუნდე, მაგრამ ეს ჯერ სავსებით თეორიულ დონეზეა. ამჟამად, როგორც ფეხბურთელი თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ 2 წლის განმავლობაში “ვისელ კობესთან” კონტრაქტი მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მინდა, რომ მწვრთნელი გავხდე”,-ამბობს 35 წლის […]
იტალიელებმა ფინალში გასვლა ლეონარდო სპინაცოლას მიუძღვნეს (ვიდეო)
კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]
კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ლეგენდარული მეკარე იკერი კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მადრიდის “რეალის”, “პორტუსა” და “ფურია როხას” ვეტერანი გოლკიპერის კანდიდატურას ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ქალის ცემის ფაქტშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს. 2019 წლის ზაფხულში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეკარემ […]
კიეზამ ისევ გაიტანა – იტალია ესპანეთთან დაწინაურდა (ვიდეო)
ლუის ენრიკე: “იოლ გამარჯვებას არ ველოდები, თუმცა დინამო არენასთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საქართველოსთან გასამართი, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი და ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “საქართველოს შესახებ განსაკუთრებით ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ. მათ ბოლო მატჩს ვუყურეთ და ვნახეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. წინა ტურში გამარჯვება ვერც საქართველომ მოახერხა და ვერც ჩვენ, ასე რომ, […]
ლუის ენრიკე: “საქართველოსთან ისეთივე მატჩი გველის, როგორც საბერძნეთთან, მსგავსი სტილით შევუტევთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საბერძნეთთან ნათამაშები ფრეს (1:1) შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “საერთოდ არ მომწონს ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში და თავისთავად, შედეგიც. მომეწონა რიტმი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბერძნეთი თამაშში დაბრუნდა, ვეღარ შევძელით იმ შანსების გამოყენება, რომელიც შევქმენით და […]
ლუის ენრიკე: “ფატი მშრომელი და თავდადებულია, რაც მან გააკეთა გამბედაობას საჭიროებს”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის ანსუ ფატის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა, რომელმაც თავი საერთაშორისო შეხვედრებში წარმატებულად წარმოაჩინა. “როცა მოთამაშეს ვირჩევთ, არ ვუყურებთ მის ასაკს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თითქოს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ფატის კარიერაში ცუდი მატჩებიც ექნება და შეცდომებსაც დაუშვებს. ეს ბუნებრივია და განვითარების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, აუცილებელია თავდაჯერებულობა. ანსუ […]
მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება
Sport.es–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დანი ოლმოს შეძენას შეეცდება. წყარო ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ლაიფციგის” ფეხბურთელის აგენტებს. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, მაგრამ “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ ფასის შემცირებას მოახერხებენ. დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, რომლის 18-წლამდელთა გუნდიც 2014 წელს დატოვა და ხუთწელიწადნახევარი ზაგრების “დინამოში” გაატარა. […]
მუნდიალი 2022 | “სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სახლიდან უნდა ვუყურო” – სერხიო რამოსი
რამდენიმე დღის წინ, ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც სერხიო რამოსის გვარს ვერ ვნახავდით. შეგახსენებთ, რომ 36 წლის მცველისთვის ეს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა. რამოსმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა: “მსოფლიო თასი? ეს ჩემი დიდი ოცნებებიდან ერთ-ერთი იყო, რომლის ასრულებაც შევძელი. ყატარის მუნდიალი მე-5 იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის […]