“ვალენსიას”, მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა “ღამურებისა” და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. “ის არის შესანიშნავი მეკარე, შესანიშნავი დონის. და როდესაც ასეთი ახალგაზრდა ასაკის მქონე მეკარე ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფიქრობს: “მე ვარ კონცენტრირებული”. ამიტომ, შეუძლებელია დღეს იმის […]
საქართველო – ესპანეთი | ყველა ბილეთი გაყიდულია!
საქართველოსა და ესპანეთს შორის, 28 მარტს გასამართი შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივარმა გაყიდვების დაწყებიდან 9 საათზე ნაკლებში 15 000 ბილეთი შეიძინა. როგორც მოგეხსენებათ, რეგულაციები თანახმად, თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს. Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში მოხდა. საქართველოსა და ესპანეთს […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]
სერხიო რამოსი: “გერმანიის მოგება უსამართლობა იქნებოდა”
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ერთა ლიგის პირველ ტურში, შტუტგარდში, გერმანიასთან მატჩის შედეგზე – 1:1 კომენტარი გააკეთა. “იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ კი მშიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ. უსამართლო იქნებოდა გერმანიის გამარჯვება. დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ და საბოლოოდ მატჩი არ წავაგეთ. სიტუაცია სასოწარკვეთილი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა წარმატების, ვიცავდით დისციპლინას და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ბიჭებმა, რომლებმაც […]
სერხიო რამოსი: “მესიმ შეტყობინება გამომიგზავნა, მისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნება”
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი, სათამაშო მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის ლიონელ მესის შესახებ საუბრობს, რომლის წინააღმდეგ თამაშიც არაერთხელ მოუწია. “მე მიყვარს საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში და მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მესისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის “ბარსაში “იყო, მე კი “რეალში”, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა […]
სერხიო რამოსი: “მესის დარჩენა ყველასთვის უკეთესი იქნება”
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლეო მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. “ეს ის საკითხი არ არის, რომელიც გვაღელვებს. მესის აქვს დამსახურებული უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. არ ვიცი, ის რამდენად სწორ გამოსავალს მოძებნის ის, მაგრამ “ბარსელონასთვის“, მადრიდის “რეალისთვის” და ესპანური ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება თუ ლიონელი დარჩება. ის არამხოლოდ საკუთარ გუნდს, მთლიანად ლა […]
სერხიო რამოსმა ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, ვისგანაც ყველაზე მეტი ისწავლა
მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლის დახმარებითაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი რამ ისწავლა. “როცა მადრიდში მივედი, იმ ფეხბურთელებისგან უნდა მესწავლა, რომლებსაც ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ასეთები რაული და იკერი იყვნენ, რომლებმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებდათ. ფაბიო კანავარო… კიდევ ერთი ადამიანი, ვისგანაც მე ყოველდღიურად ვსწავლობდი”, – […]
სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება: “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.
სკანდალი პოლონეთის ნაკრებში: ვოიცეხ შესნი ესპანეთთან მატჩამდე სიგარეტს ეწეოდა (ფოტო)
პოლონეთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩეს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელს, პაულო სოუზას მოსაგვარებელი ექნება. “არწივების” ბანაკში საკმაოდ სერიოზული დისციპლინარული დარღვევებია. საქმე ისაა, რომ გუნდის მთავარი მეკარე, ვოიცეხ შესნი, მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც პოლონეთმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ფრედ – 1:1 დაასრულა, სიგარეტს ეწეოდა. თანაც ეს […]
სუპერკომპიუტერმა ევრო 2020-ის ჩემპიონი იწინასწარმეტყველა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრების დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერმა ჩემპიონი იწინასწარმეტყველა. ტურნირის დაწყებამდე ალგორითმს იმედი ჰქონდა, რომ გარეთ საუთგეიტს 55-წლიანი ლოდინის დასრულება შეეძლო და 1966 წლის შემდეგ ინგლისელებს პირველი დიდი ტურნირის მოგებისკენ გზას გაუხსნიდა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც “სამმა ლომმა” ხორვატიის ნაკრებზე შური იძია და სამი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში […]
ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, როგორც რუსული კლუბის პრეს-სამსახურისგან ირკვევა, ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაზიანება და როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას. 20 წლის ვინგერის გუნდს შემდეგი მატჩი რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 22 აგვისტოს, “ხიმკის” წინააღმდეგ, […]
ფუტსალი: ყველაფერი, რაც ევროპის ჩემპიონატის შესახებ უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს. ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება, სადაც ევროპის 55 ნაკრებიდან 16 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც (უკვე) გაემგზავრება. 12 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები კი D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდები ეყოლება. ჯგუფური ეტაპიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფში […]