რამოსი ტრავმირებულია – რეალის კაპიტანმა სუპერთასზე ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა
როგორც Marca იტყობინება, მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და მან ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” წაგებულ შეხვედრაში (1: 2) დაზიანებული მუხლით ითამაშა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მარცხენა მუხლის არეში ტკივილს გრძნობს. 34 წლის ესპანელი მატჩისწინა მოთელვის დროს მინდორზე პრაქტიკულად არ გამოჩენილა, მაგრამ “სამეფო კლუბის” სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა ეთამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, “ფურია როხას” კაპიტანმა […]
ხულენ ლოპეტეგიმ სევილიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სევილიას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე არსებული ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე იწურებოდა, აწი მოქმედი კონტრაქტით კი ლოპეტეგი ანდალუსიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა “სევილია” 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.
ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
“ბარსელონას” ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ “ფერენცვაროშთან” (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე “ფურია როხას” ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, “ინტერისთვის” ჰქონდა გატანილი. 17 […]
სერხიო რამოსმა ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, ვისგანაც ყველაზე მეტი ისწავლა
მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლის დახმარებითაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი რამ ისწავლა. “როცა მადრიდში მივედი, იმ ფეხბურთელებისგან უნდა მესწავლა, რომლებსაც ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ასეთები რაული და იკერი იყვნენ, რომლებმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებდათ. ფაბიო კანავარო… კიდევ ერთი ადამიანი, ვისგანაც მე ყოველდღიურად ვსწავლობდი”, – […]
რამოსი ხელფასს იკლებს – მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს “ბლანკოსების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი […]
ლუის ენრიკე: “ფატი მშრომელი და თავდადებულია, რაც მან გააკეთა გამბედაობას საჭიროებს”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის ანსუ ფატის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა, რომელმაც თავი საერთაშორისო შეხვედრებში წარმატებულად წარმოაჩინა. “როცა მოთამაშეს ვირჩევთ, არ ვუყურებთ მის ასაკს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თითქოს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ფატის კარიერაში ცუდი მატჩებიც ექნება და შეცდომებსაც დაუშვებს. ეს ბუნებრივია და განვითარების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, აუცილებელია თავდაჯერებულობა. ანსუ […]
ანსუ ფატის ულამაზესი, სადებიუტო გოლი ესპანეთის ნაკრებში (ვიდეო)
სერხიო რამოსი: “გერმანიის მოგება უსამართლობა იქნებოდა”
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ერთა ლიგის პირველ ტურში, შტუტგარდში, გერმანიასთან მატჩის შედეგზე – 1:1 კომენტარი გააკეთა. “იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ კი მშიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ. უსამართლო იქნებოდა გერმანიის გამარჯვება. დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ და საბოლოოდ მატჩი არ წავაგეთ. სიტუაცია სასოწარკვეთილი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა წარმატების, ვიცავდით დისციპლინას და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ბიჭებმა, რომლებმაც […]
ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა
“ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი მოთამაშის დებიუტი ეროვნულ გუნდში 3 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც მან 2 გოლი გაიტანა, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაშინ, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრების მაისური კარიერაში პირველად მატჩის 46-ე წუთზე მოირგო, როცა ის 17 წლის და […]
სერხიო რამოსი: “მესის დარჩენა ყველასთვის უკეთესი იქნება”
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლეო მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. “ეს ის საკითხი არ არის, რომელიც გვაღელვებს. მესის აქვს დამსახურებული უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. არ ვიცი, ის რამდენად სწორ გამოსავალს მოძებნის ის, მაგრამ “ბარსელონასთვის“, მადრიდის “რეალისთვის” და ესპანური ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება თუ ლიონელი დარჩება. ის არამხოლოდ საკუთარ გუნდს, მთლიანად ლა […]
ხულენ ლოპეტეგი: “ეს ამბის ბედნიერი დასასრულია”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ინტერთან” (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია. ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ “სევილია” არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას […]
იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]