რამოსი ხელფასს იკლებს – მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს “ბლანკოსების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი […]
რამოსმა შესაძლოა ოლიმპიადაზე ითამაშოს
მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანს სერხიო რამოსს სურს, რომ 2020 წელს მონაწილეობა როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზე მიიღოს. 33 წლის ცენტრალური მცველის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელემა თქვა: “თუ სერხიოს ტოკიში წასვლის შესაძლებლობა მიეცემა, ეს მისთვის დიდი ბედნიერება იქნება. რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ მას ნებას დართავენ, მაშინ ის 23 წელს […]
რამოსი ტრავმირებულია – რეალის კაპიტანმა სუპერთასზე ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა
როგორც Marca იტყობინება, მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და მან ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” წაგებულ შეხვედრაში (1: 2) დაზიანებული მუხლით ითამაშა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მარცხენა მუხლის არეში ტკივილს გრძნობს. 34 წლის ესპანელი მატჩისწინა მოთელვის დროს მინდორზე პრაქტიკულად არ გამოჩენილა, მაგრამ “სამეფო კლუბის” სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა ეთამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, “ფურია როხას” კაპიტანმა […]
მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება
Sport.es–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დანი ოლმოს შეძენას შეეცდება. წყარო ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ლაიფციგის” ფეხბურთელის აგენტებს. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, მაგრამ “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ ფასის შემცირებას მოახერხებენ. დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, რომლის 18-წლამდელთა გუნდიც 2014 წელს დატოვა და ხუთწელიწადნახევარი ზაგრების “დინამოში” გაატარა. […]
ხულენ ლოპეტეგი: “ეს ამბის ბედნიერი დასასრულია”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ინტერთან” (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია. ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ “სევილია” არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას […]
ხულენ ლოპეტეგიმ სევილიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სევილიას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე არსებული ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე იწურებოდა, აწი მოქმედი კონტრაქტით კი ლოპეტეგი ანდალუსიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა “სევილია” 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.