ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]
გია გეგუჩაძე: “კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა სივასპორთან შანსები თანაბარია”
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სივასპორის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, “დინამო ბათუმის” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის შანსებსა და მდგომარეობაზე ისაუბრა. “სივასპორთან” შეხვედრაში შანსები თანაბარია. ამ შეხვედრაში “ბატესა” და “სივასპორს” შორის მსგავსებაც და განსხვავებაც ბევრია, ნებისმიერ შემეთხვევაში რთული მეტოქე გვყავს და მარტივი შეხვედრა არ გველის, იმედია საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. უდიდესი […]
გია გეგუჩაძე: “ბატემ მარტივი ფეხბურთი ითამაშა და გამოცდილებით დაგვამარცხა”
“დინამო ბათუმი” უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში “ბატესთან” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ უპასუხა. “ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები არ დაგვიკარგავს. რატომღაც მიიჩნევენ, რომ “ბატე” ძლიერი გუნდი არ არის. ბელარუსული კლუბს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რაც, საბოლოოდ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მატჩში […]
ცხადაძე, გეგუჩაძე და ფლამარიონი: როგორ შეაფასეს სეზონის გამორჩეული მატჩი მთავარმა მოქმედმა პირებმა?
საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გახსნით შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი პრეტენდენტი დაუპირისპირდა – ორი “დინამოს” დაპირისპირება ბათუმელებმა, თბილისელებთან მინიმალური უპირატესობით – 2:1 მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარმა მოქმედმა პირებმა მედიასთან ისაუბრეს და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დუელი შეაფასეს. “თამაშის განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, გოლის გაშვების შემდეგ, გვქონდა იმისი უნარი, […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
“ანანიძე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, მას ფორმის აღდგენის საშუალება მივეცით” – გეგუჩაძემ ნაკრების ნახევარმცველზე ისაუბრა
ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ტელეკომპანიია იმედის გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახემარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც აჭარულ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. “ჯანო ანანიძის საკითხი ჩვენც გვაინტერესებს. მის დაინტერესებსაც ვხედავთ. პირველი, რაც უნდა მოხდეს ჯანოს მხრიდან, ეს არის მისი ფორმის აღდგენა ჩვენ მას ამის საშუალება მივეცით და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ და […]
ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი კანდიდატი, თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. აღიარებულ ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, აჭარელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. “დინამო არენაზე” ჩატარებული მატჩის აფიშის შესაბამისად, თამაში დაძაბული და მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, ისინი არც მეტოქეთა მიმართ უხეშობას […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია. იმერული კლუბების […]