გია გეგუჩაძე: “დასანანი ქულები დავკარგეთ”
საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტური განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა – პარალელურად მიმდინარე მატჩებში, “დინამო თბილისი” “ვიტ ჯორჯიას,” ხოლო “დინამო ბათუმი” კი გასვლით მატჩში “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მიმდინარე ჩემპიონატში საჩემპიონო ინტრიგა უკანასკნელ მატჩამდე იყო შენარჩუნებული – ქულის დაკარგვის შემთხვევაში, თბილისელები მეორე ადგილზე გადადიოდნენ და “ლოკომოტივთან” გამარჯვებით, ჩემპიონობას “დინამო ბათუმი” იფორმებდა. მოვლენები შემდეგი სახით განვითარდა “დინამო თბილისმა” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი […]
გია გეგუჩაძე: “ბატემ მარტივი ფეხბურთი ითამაშა და გამოცდილებით დაგვამარცხა”
“დინამო ბათუმი” უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში “ბატესთან” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ უპასუხა. “ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები არ დაგვიკარგავს. რატომღაც მიიჩნევენ, რომ “ბატე” ძლიერი გუნდი არ არის. ბელარუსული კლუბს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რაც, საბოლოოდ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მატჩში […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
პრევიუ: დინამო ბათუმი Vs. დინამო თბილისი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება 12 სექტემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ლიგასაც არაერთი პრობლემა შეუქმნა. ჯერ იყო და კარანტინის გამო სეზონი შეწყდა და ოთხის ნაცვლად ორი წრით განახლდა, ახლა კი ახალი სტადიონის გრანდიოზული გახსნა გადაიდო. ბათუმის ცენტრალური არენა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ […]
გია გეგუჩაძე: “კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა სივასპორთან შანსები თანაბარია”
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სივასპორის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, “დინამო ბათუმის” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის შანსებსა და მდგომარეობაზე ისაუბრა. “სივასპორთან” შეხვედრაში შანსები თანაბარია. ამ შეხვედრაში “ბატესა” და “სივასპორს” შორის მსგავსებაც და განსხვავებაც ბევრია, ნებისმიერ შემეთხვევაში რთული მეტოქე გვყავს და მარტივი შეხვედრა არ გველის, იმედია საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. უდიდესი […]
“ანანიძე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, მას ფორმის აღდგენის საშუალება მივეცით” – გეგუჩაძემ ნაკრების ნახევარმცველზე ისაუბრა
ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ტელეკომპანიია იმედის გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახემარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც აჭარულ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. “ჯანო ანანიძის საკითხი ჩვენც გვაინტერესებს. მის დაინტერესებსაც ვხედავთ. პირველი, რაც უნდა მოხდეს ჯანოს მხრიდან, ეს არის მისი ფორმის აღდგენა ჩვენ მას ამის საშუალება მივეცით და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ და […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]
გეგუჩაძე: “მატჩი სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ბურთი არ გავიდა”
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, “დინამო ბათუმი” შინ დებიუტანტ, თბილისის “მერანს” დაუპირისპირდა. ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0. “დინამო ბათუმის” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ შეხვედრა შეაფასა: “შედეგი ლოგიკურია. ვფლობდით უპირატესობას, შევქმენით საგოლე შანსები, თუმცა მეტოქის კარი ვერ ავიღეთ. “მერანი” კარგი გუნდია, რომელიც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია. იმერული კლუბების […]
გია გეგუჩაძე დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება
გია გეგუჩაძე “დინამო ბათუმს” არ დატოვებს – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასზე “გაგრასთან” მარცხის შემდეგ, გამოცდილ სპეციალისტს “დინამოს” დატოვების გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. “გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, – განაცხადა არჩილ ბერიძემ, – ვფიქრობთ, […]