მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია – მეცმა მისი შემცვლელი შეარჩია?!
2023/24 წლების სეზონში, მიქაუტაძე კვლავ “მეცის” მაისურით იასპარეზებს? ფენომენალური სეზონისა და მის მიმართ გამოჩენილი მძაფრი ინტერესის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი შემტევი “მეცში” დარჩეს. ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონის ავტორმა 23 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო – მიქაუტაძე საფრანგით რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, რის შემდეგაც რამდენიმე ევროპული კლუბის […]
საქართველო კვიპროსთან გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა | VIDEO
Foot Mercato: გიორგი მიქაუტაძე ბარნლის მთავარი სამიზნეა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარნლიში” გააგრძელოს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება პირადად ,,ბარნლის” მთავარი მწვრთნელის, ვინსან კომპანის, სურვილია. ბელგიელმა სპეციალისტმა გუნდის პროექტის შესახებ მიქაუტაძესთან რამდენიმეჯერ ისაუბრა და მისთვის ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა […]
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “მეცის” ვარსკვლავის – გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონით გაიზარდა და 10 მილიონ ევროს შეადგენს. 16 ივნისს, transfermarkt-ზე მონაცემების უკანასკნელი განახლების შემდეგ, ქართველი შემტევის ღირებულება 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა. 2023 წლის აპრილში, მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონს შეადგენდა. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “მეცის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 […]
გიორგი მიქაუტაძე: “დატვირთული რეჟიმის გამო, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება…”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” ფორვარდმა – გიორგი მიქაუტაძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოახლოებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსა და სანაკრებო მატჩებზე წერს. „ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. რთული საფეხბურთო […]
იტალიური მედია: “იუვენტუსმა გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო სიაში შეიყვანა”
იტალიური მედია-საშუალება ilbianconero.com-ი საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული “მეცის” ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველის დამატებით იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. “ხვიჩა კვარაცხელიას გადატრიალების შემდეგ, რომელიც მან სერია A-ში მოახდინა, ტურინის “იუვენტუსი” ნაკრებში მისი პარტნიორით, გიორგი მიქაუტაძეთი ინტერესდება. ფეხბურთელი, რომლის სახელი და გვარი ბევრს არაფერს ამბობს, […]
ოფიციალურად: ბორდოს წაგება ჩაეთვალა და ლიგა 1-ში ვეღარ აღზევდება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” ლიგა 1-ში აღზევებას ვეღარ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც შესაბამისმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის 38-ე ტურის შეხვედრაზე და “ბორდოსა” და “როდეზს” შორის მომხდარი ინციდენტის გამო “ჟირონდინებს” წაგება ჩაუთვალა. შედეგად, გუნდს გიორგი მიქაუტაძის “მეცთან” 3-ქულიანი ჩამორჩენა შეექმნა […]
“თითქოს აუტსაიდერია, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს” – ბელგიური პრესა საქართველოზე
21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირი იმ გარემოებითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს. საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ურთულეს ჯგუფშია, სადაც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. ახალგაზრდული ევროპირველობის დაწყებამდე, ბელგიური პრესა მეტოქე გუნდების სიძლიერის შესახებ წერს და საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]
ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა “Ouest-France”-მ ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ნამდვილად არავის უნდა გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და წევრი – გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძე – “ამ ზაფხულს “სერაინიდან” დაბრუნების შემდეგ, ის ყველაფერს იგებს. ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა 22 წლის ქართველმა მნიშვნელოვანი როლი […]
მეცის პრეზიდენტი: ,,ვფიქრობ, მიქაუტაძის შენარჩუნება გაგვიჭირდება”
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის შემდეგ, ,,მეცის” პრეზიდენტს, ბერნარ სერინს, გიორგი მიქაუტაძის მომავლის შესახებ ჰკითხეს: ,,ჩვენ მიქაუტაძის ძალიან კარგი სეზონი ნამდვილად უნდა გამოვყოთ. როდესაც ის ,,სერენიდან” დაბრუნდა, გაჩნდა კითხვა, რომელ პოზიციაზე უნდა ეთამაშა, რადგან 1,77 მეტრ სიმაღლის ცხრა ნომერი კლასიკური არ არის… ლასლო (მეცის მთავარი მწვრთნელი) ყოყმანობდა მანამ, სანამ მას დააყენებდა ამ პოზიციაზე, რომელზეც მიქაუტაძემ […]