საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა შესაძლოა ,,ლაციოში” გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, რომაულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ,,მეცს”, რომელიც მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იასპარეზებს, წინადადებით უკვე მიმართა. იტალიურ მედიაში ჟორჟის მიმართ სხვა გუნდების ინტერესზეც იწერებოდა, მათ შორის ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,მილანიც” იყვნენ. გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა […]