კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კარიერა შესაძლოა საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გააგრძელოს. “სეზონის ბოლოს ქართველ თავდამსხმელს “ანორთოსისთან” არსებული ერთწლიანი იჯარა იწურება და კონტრაქტით, “გენტში” დაბრუნება უწევს, თუმცა ის შესაძლოა “პანათინაიკოსში” გადაბარგდეს. 27 წლის ფეხბურთელის მომავალი კვიპროსში ჯერჯერჯობით გაურკვეველია, ამიტომაც, ქვილითაიას წარმომადგენლები ახალ კლუბს ეძებენ“, – წერს kerkida.net-ი. ტანმაღალი ქართველი ფორვარდი თემურ ქეცბაიას […]