შვედეთი – საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია – […]
ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში ვერც პლეი-ოფის მატჩში მოხვდა
დღეს ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპმა აიღო სტარტი. “გენტი”, რომელიც საჩემპიონო ჯგუფში გავიდა, პირველ შეხვედრას დღეს სტუმრად “ბრიუგესთან” გამართავს. ბელგიურმა კლუბმა დღეს აღნიშნული მატჩისთვის 20-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა. სამაგიეროდ, დღეს თამაშს მოახერხებს “გენტის” კიდევ ერთი […]
ჩაკვეტაძე და ქვილითაია პირველ ტიტულთან ახლოს არიან
ბელგიის თასის ფინალში “გენტი” ითამაშებს.
ჩაკვეტაძე და ქვილითაია რომასთან ევროპა ლიგის მატჩის განაცხადში არიან
ხვალ, ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები დაიწყება. ქართველი ფეხბურთელების “გენტი” სტუმრად, “სტადიო ოლიმპიკოზე”, “რომას” დაუპირისპირდება. თამაშამდე 24 საათით ადრე, ბელგიელთა ოფიციალურმა გვერდმა “გენტის” 22-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. ორივე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არიან: ბელგიელები “სტადიო ოლიმპიკოზე” ემზადებიან:
ჩაკვეტაძე: “ასეთი რამ არასდროს გამომიცდია, თამაშის რიტმი მომენატრა”
ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. “ზამთრის შესვენების შემდეგ “გენტს” უკვე შეეძლება, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს დაეყრდნოს. მისთვის 2019 წელი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა”,-წერია ბელგიური გამოცემის სტატიაში. “მუხლი აღარ მტკივა. შევამჩნიე, რომ წინანდელივით სწრაფი აღარ ვარ, მაგრამ ახლა მთავარია რომ ტკივილისგან გავნთავისუფლდი […]
ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა – ქვილითაია ფოტოს აქვეყნებს
დეკემბერში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა, თუმცა მან დაბრუნება რამდენჯერმე შეძლო და მთლიანი დატვირთვითაც კი ვარჯიშობდა. სამწუხაროდ, აღნიშნული ტრავმის გამო, ის საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა ევროპის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩებში. როგორც ჩანს, ექიმები სეზონის დასრულებას ელოდნენ და როგორც გიორგი ქვილითაიას მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავს […]
ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას თანაგუნდელის შესანიშნავი გოლი
ბელგიის იუპილერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, “ანტვერპენი” გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტს” დაუპირისპირდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში, გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად იასპარეზა, ქვილითაია კი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. მატჩის 30-ე წუთზე, ვადის ოჯიდა-ოფოემ ფანტასტიკური დარტყმით “გენტი” დააწინაურა (1:2). თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგამდე 1 დღით ადრე: ქართველების გენტმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდმა “გენტმა” მიმდინარე წელს მეორე მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ლასლო ბოლონი, რომელმაც “ბუფალოების” ყოფილი თავკაცი იეს თორუპი შეცვალა და წარსულში ისეთი გუნდების მწვრთნელი გახლდათ, როგორებიც “მონაკო”, “სპორტინგი“, “პაოკი” და რუმინეთის ნაკრებია, თანამდებობა არასრულ ერთ თვეში დატოვა. 67 წლის სპეციალისტი გუნდში 20 აგვისტოს დაინიშნა და 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, […]
ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას 4 ქართველი ლეგიონერის გუნდი იღებს და მათი მეტოქეები უკვე ცნობილი გახდა. ლაშა დვალის “ფერენცვაროში” ხორვატულ ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკევტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის მეტოქე ავსტრიული ვენის “რაპიდი” იქნება, ხოლო ნიკა ნინუას […]
ცვლილება ნაკრების განაცხადში – კიტეიშვილის ქვილითაია ჩაანაცვლებს
საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა და 2021 წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის ნაცვლად, ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას უხმო. თავდაპირველად, 26 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის 24-კაციან განაცხადში არ იყო, ახლა კი ფრანგმა სპეციალისტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. საქართველოს ნაკრების […]
ცვლილებები ანორთოსისში: ქეცბაია ახალ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებიდან დაიმატებს
კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომ ახალი სეზონის წინ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” სერიოზული ცვლილებები იქნება. “უკვე ცნობილია, რომ ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ მწვრთნელს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც ქეცბაიამ ცელი მოაწერა, ახლა კი იგი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ბევრი ცვლილება იქნება და “ანორთოსისს” ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით ბევრი ფეხბურთელი […]
ცხვირს გაგიტეხავ – მუქარის გამო ქვილითაიას ანორთოსისის ფეხბურთელი უჩივლებს
გიორგი ქვილითაიას “ანორთოსისის” ფეხბურთელი ამრ ვარდა პოლიციაში უჩივის. მიზეზი ქართველი თავდამსმხელის მიერ ეგვიპტელისთვის სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინება გახდა. “ცხვირს გაგიტეხავ! ილოცე, რომ არსად შემხვდე, ნაბიჭვარო!” – სწორედ ასეთი სიტყვებით მიმართა ქვილითაიამ ვარდას გაგზავნილ წერილში. გასულ ტურში ერთმანეთს სწორედ “აპოელი” და “ანორთოსისი” დაუპირისპირდნენ. თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად 0:2 მოიგო. მატჩამდე მასპინძელთა ფანებმა “ანორთოსისის” ავტობუსი დაამტვრიეს, ხოლო […]