საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ქართველები შინ შვეიცარიას მიიღებენ, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ წინასამატჩო გაცხადება გააკეთა. “დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ […]