კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, omada.reporter.com.cy ავრცელებს და წერს, რომ 34 წლის გოლკიპერმა, რომელიც თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი, მატჩისწინა მოთელვის დროს, ტკივილი იგრძნო და გასახდელში გაემართა, რის გამოც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. საბოლოოდ, “ანორთოსისმა” “ეთნიკოსს” გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო […]