საბურთალოს სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანელობის გადაყწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის სტადიონს თბილისური გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერი ავრცელებს. “ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, “საბურთალოს” ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ!”, – წერია “საბურთალოს” განცხადებაში. 19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე […]
საბურთალომ სტადიონს შაქარაშვილის სახელი მიანიჭა
ტრაგიკულა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა კლუბ “საბურთალოს” აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც 19 წლის გიორგის პატივი მიაგეს, თბილისელთა ხელმძღვანელობამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილი სწორედ “საბურთალოს” აღზრდილი იყო და გუნდში ის 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. სტადიონი ახლა ასე გამოიყურება:
საბურთალო 21 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს
შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს, მათ ეს ინფორმაცია “საბურთალოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. “საბურთალოში” 21 ნომრიანი მაისურით ლევან კაკუბავა ასპარეზობს.