საბურთალოს ფეხბურთელს მაშველები და მყვინთავები მდინარე არაგვში ეძებენ
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მეორე გუნდის წევრი გიორგი შაქარაშვილი, 2 დღის წინ, მცხეთის ტერიტორიიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი 20 ივნისს გახდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო ღონისძიებები მდინარე არაგვის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება […]
კაშიამ და ყაზაიშვილმა შაქარაშვილის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს
“სან ხოსესა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა “საბურთალოს” გარდაცვლილ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ყაზაიშვილმა საკუთარი “ფეუსბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი – აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ მაისურზე გიორგის საპატივცემულოდ მისი სახელიდა გვარი დააწერეს,
საბურთალო 21 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს
შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს, მათ ეს ინფორმაცია “საბურთალოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. “საბურთალოში” 21 ნომრიანი მაისურით ლევან კაკუბავა ასპარეზობს.