“განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება” – გიორგი შერმადინი
გუშინ ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მისმა აღზრდილმა და ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა გიორგი შერმადინმა. “განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება.არასდროს არ დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი,სიყვარული,თავდადება ჩემდამი.გამორჩეულად დიდი ადამიანი.მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის.ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ!” – წერს შერმადინი. View […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას […]
“როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. თბილისი (საქართველო) – საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. ევრობასკეტის თანამასპინძელმა საქართველომ, […]
“ტენერიფემ” დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამზე შერმადინის ასისტით მოიგო (ვიდეო)
“შეგვიძლია ყველას წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი ვიყოთ” – გიორგი შერმადინმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
ესპანური კლუბის “ტენერიფესა” და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ქართული კალათბურთის ისტორიულ მიღწევაზე ისაუბრა. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ გიორგი შერმადინმა Eurohoops-თან ისაუბრა. “საქართველოს დიდი ზაფხული ელის. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზებთ. ყველა ძალიან აღელვებულია. ხალხი ძალიან ბედნიერია […]
18 ქულა და 7 მოხსნა – შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა შორის დაწინაურდა!
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ტენერიფესა” და “ბნეი ჰერცლიას” დაპირისპირება შედგა. სან კრისტობალში გამართული მატჩი, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 83:63 დასრულდა. “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო. ესპანური საკალათბურთო კლუბის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 20:11 წუთში, 18 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა – […]
20 ქულა და MVP-ის წოდება -შერმადინი ბილბაოსთან მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო
ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაოს” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73:57 მოუგო. კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 12-დან 7 ორქულიანი დ 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
2019 წლის შეჯამება: გიორგი შერმადინი
2019 წელი ქართველი კალათბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა, გოგა ბითაძემ ევროპაში შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჯერ NBA-ს დრაფტზე, მერე კი “ინდიანა პეისერსში” მოხვდა. პარალელურად, წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველები. გამორჩეული წელიწადი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ლიდერ გიორგი შერმადინსაც, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში “უნიკახას” ლიდერობდა და გაზაფხულზე იმდენად შედეგიანი გახლდათ, რომ ACB […]
27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 30-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ტენერიფეს” დაუპირისპირდა. ბარსელონაში, “პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 69:65 დასრულდა. “ტენერიფეს” შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25:21 წუთში, 27 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ლიგა ენდესას ყურადღება […]
ACB ლიგის 2022/2023-წლების სეზონის MVP – გიორგი შერმადინს ჩვენი დახმარება სჭირდება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგის) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. არავის გაუკვირდება, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი – გიორგი შერმადინია, რომელიც ამ ეტაპისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს. იმისათვის, რომ ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ტიტული მოიპოვოს, ამისათვის საჭირო ქართველი გულშემატკივარის აქტიურობაა. ხმის მიცემის ინსტრუქცია | ხმის […]
Eurohoops – შერმადინმა ტენერიფე გადაარჩინა | VIDEO
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის A-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ტენერიფე” უკრაინულ “პრომეთეის” დაუპირისპირდა. სან კრისტობალში გამართული დაძაბული ბრძოლა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 80:78 დაამარცხა. “ტენერიფეს” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, შერმადინმა საკუთარ გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 16:54 […]
Eurohoops: “ქულების ქართველი მანქანა ისტორიულ შედეგს უახლოვდება”
ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ლიდერის – გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Eurohoops-ი შერმადინს “ქულების ქართველ მანქანას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა. გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს. ამ […]