შერმადინი დამარცხდა – შენგელიამ იმარჯვა
17 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი განახლდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა იასპარეზეს. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”, ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბს “უნიკახას” უმასპინძლა და 70:83 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 18.47 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. რაც შეეხება თორნიკე შენგელიასა […]
შერმადინი დაფრინავს – მატჩის MVP და გამარჯვება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 33-ე ტურის გახსნითი მატჩი ჩატარდა, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “გიპოზკოას” უმასპნიძლა და 29 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით “ტენერიფემ” მესამე ადგილი გაიმყარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩა. მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა ქართველმა ცენტრმა – გიორგი შერმადინმა, რომელმაც MVP-ს ტიტული კვლავ დაისაკუთრა. გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი ჩაატარა, რა დროშიც 24 ქულას, 8 მოხსნასა და […]
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ობრადოიროსთნ” შინ 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:83 იმარჯვა. მატჩში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა. შეხვედრის MVP-ი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 33 ქულას, 7 […]
ტენერიფემ სარაგოსას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში ,,ტენერიფემ” ,,სარაგოსას” სტუმრად, ოვერტაიმში, 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:83 მოუგო (მატჩის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა). ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა […]
გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტული თვითმფრინავში მიიღო | VIDEO
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის MVP-ის ტიტული მეორედ მოიგო. “ტენერიფეს” ცენტრმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.2 პასი იყო. საინტერესოა, რომ გიორგი შერმადინს დამსახურებული ჯილდო თვითმფრინავით მგზავრობისას 11 000 მეტრის სიმაღლეზე გადასცეს. Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от GigantesBasket (@gigantesdelbasket)
გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე ილიას ზუროსის წინააღმდეგ ითამაშა
გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ილიას ზუროსის “პერისტერის” წინააღმდეგ ითამაშა. ესპანეთში გამართული შეხვედრა რიგით მეოთხე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, განვლილ სამ შეხვედრაში მათ 100-%-იანი მოგების მაჩვენებელი ჰქონდათ და ეს მაჩვენებელი არც “პერისტერს” შეუცვლია – შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით – 72:68 დასრულდა. შერმადინმა 23 წუთსა და 53 […]
ფიბამ მე-3 ტურის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, სადაც გიორგი შერმადინიც მოხვდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დამაჯერებლად აგრძელებს. ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში ილიას ზუროსის შეგირდებმა “ბაბლის” მასპინძელი ნაკრები 91:85 დაამარცხა. ფინეთთან გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახადა. შერმადინმა 34:23 წუთში 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში 3 შედეგიანი გადაცემაც იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც […]
შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი “ბურგოსია”, რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი “ბურგოსის” საშინაო არენაზე გაიმართა და “ტენერიფემ” დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. […]
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი), იონა რადებო (ლუდვიგსბურგი), ჩიმა მონეკე (სეზონის MVP; მანრესა) და კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში საშუალოდ 13.3 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრის […]
შერმადინის 13 ქულა 14 წუთში და ბრძოლაში დამარცხებული დარუშაფაკა
შერმადინის შედეგიანი მატჩი ტენერიფეში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულმა ტენერიფელებმა ბოლო ტურის მატჩში თურქულ დარუშაფაკას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 75:71 მოუგეს. ტენერიფემ პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა მოახერხეს თურქული კლუბის დამარცხება და ამით საქმე თანაჯგუფელ […]
შერმადინის ბრწყინვალე თამაშმა უნიკახას გამარჯვება მოუპოვა (ვიდეო)
ევროქაფის მე-6 ტურის შეხვედრაში, “უნიკახა” “რიტას”-ს დაუპირისპირდა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 95:76 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა გიორგი შერმადინისთვის, რომლის ბრწყინვალე თამაშმა “უნიკახას” გამარჯვება მოუპოვა. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა 21:03 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე შერმადინის მონაგარი 23 ქულას, 5 მოხსნასა და 1 ასისტს შეადგენს.
პირველი გამარჯვება – ქართველმა კალათბურთელებმა შვეიცარიელები დაამარცხეს!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 96:88 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი და დუდა სანაძე, რომლებმაც საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააფიქსირეს. გიორგი შერმადინი: 36:10 წუთი; 16 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა. ბექა ბურჯანაძე: 32:44 წუთი; 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, […]