გიორგი შერმადინი დაფრინავს – MVP-ის ტიტული და დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის მატჩში
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, “ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ “ვეფ რიგას” უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა […]
გიორგი შერმადინი ევროთასის ტურის MVP გახდა! (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ევროთასის ტურის MVP გახდა. მისმა “უნიკახამ” სტუმრად მონტენეგროული “მორნარი” დაამარცხა, გიორგის ანგარიშზე კი 26 ქულა 7 მოხსნა ,1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. გიოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34-ს მიაღწია, იგივე შედეგი ჰქონდა რუსული “უნიქსის” კალათბურთელს რეიმარ მორგანს. სწორედ ამ ორმა კალათბურთელმა გაიყო ტურის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშის ტიტული.
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო 5-ეულში მოხვდა
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრია. ტენერიფეს ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ამ გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეავსეს: ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, ფრთა), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ფორვარდი). აღსანიშნავია, რომ შერმადინმა უკვე მეორედ მოიპოვა ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP გახდა. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ლიგაში, სადაც NBA-ის ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრა კლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ჯანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
მეოთხედ, ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ევროპის ყველაზე მძლავრ და წარმომადგენლობით ეროვნულ ჩემპიონატში ქართველი ცენტრი შეუჩერებელია. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურიდან 5-ში საუკეთესოდ ქართველი დასახელდა. შერმადინის ტურის MVP-ის ტიტული მეოთხე გახლდათ, ერთხელაც ეს ჯილდო თორნიკე შენგელიამ დაიმსახურა. ამჯერად შერმადინმა საპატიო ტიტული “ესტუდიანტესთან” ნაჩვენები სარგებლიანობის გამო დაიმსახურა. მე-18 ტურში ქართველი ცენტრის “ტენერიფე […]
გიორგი შერმადინი თებერვლის თვის MVP გახდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (Liga Endesa) თებერვლის თვის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა და დომინიკ სატონმა გამოიჩინეს თავი – შესაბამისად ორივე მათგანი თებერვლის თვის MVP-ის ტიტულს დაეუფლა. მიმდინარე თვეში გიორგი შერმადინს ფენომენალური სტატისტიკა აქვს. ქართველი კალათბურთელის მონაგარი საშუალოდ 18.5 ქულასა და 7.5 მოხსნას შეადგენს. სროლების პროცენტული მაჩვენებლი კი კიდევ უფრო გასაოცარია […]
გიორგი შერმადინი კვლავ ბრწყინვალეა – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მონტენეგროს ქალაქ ბარში, ადგილობრივი “მორნარი” ბოლო წუთებზე 81:74 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრ მიუძღვის, რომლის შეჩერება ვერც ერთმა მორნარელმა ვერ შეძლო. არადა მის წინააღმდეგ ძლიერი კალათბურთელები თამაშობდნენ: სლოვენიელი მეფარე მირზა ბეგიჩი, ხორვატი ფორვარდი დამირ მარკოტა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ჯეიკობ პულენი… გიორგი შერმადინმა 19 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტი იყო მისი ორქულიანი […]
გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება
ახალი სეზონიდან გიორგი შენგელია “ტენერიფეს” რიგებს იცავს, სადაც ქართველი ლეგიონერი შესანიშნავად ასპარეზობს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “იბეროსტარ ტენერიფე” გასვლით შეხვედრაში “მანრესას” დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 61:81 დაასრულეს. შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მან პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას […]
გიორგი შერმადინი მე-6 ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე […]
გიორგი შერმადინი ობრადორიოსთან გამართული მატჩის MVP გახდა
ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში ქათველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” სტუმრად “ობრადორიოს” დაუპირისპირდა და შეხვედრა დამაჯერებლად, 26-ქულიანი სხვაობით ანგარიშით 71:97 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ “ტენერიფე” მოტქესთან 1 ქულას აგებდა, მაგრამ მე-2 ტაიმში შერმადინის გუნდი დიდ უპირატესობას დაეუფლა და საბოლოო ჯამში დამჯერებლად მოიგო. “ობრადორიოსთან” შეხვედრაში მორიგი გამორჩეული […]
გიორგი შერმადინი რეალთან მატჩში MVP გახდა!
გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან “ტენერიფეს” რიგებში ასპარეზობს. ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში “ტენერიფემ” საკუთარ მოედანზე “რეალს” უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით – 71:75 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, შეხვედრის MVP გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც მართლაც ფენომენალურად იასპარეზა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 30 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. 🔘 @gioshermadini fue el […]