საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,ჰაპოელ ჰოლონს” 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:71 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა. ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 22 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 17 ქულით, 9 ასისტით, 4 მოხსნითა […]