18 ქულა და 7 მოხსნა – შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა შორის დაწინაურდა!
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ტენერიფესა” და “ბნეი ჰერცლიას” დაპირისპირება შედგა. სან კრისტობალში გამართული მატჩი, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 83:63 დასრულდა. “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო. ესპანური საკალათბურთო კლუბის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 20:11 წუთში, 18 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა – […]
შერმადინის 19 ქულა – ტენერიფემ ვალენსია დაამარცხა
ესპანეთის ACB ლიგის მე-8 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:78 მოუგო. მასპინძელთა შემადგენლობაში 25 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, […]
შერმადინი ნაკრებში ბილბაოსთან მოგებული MVP-ის ტიტულით მიემგზავრება
გიორგი შერმადინი ჩვეულ, ზემძლავრ ფორმაშია. ზედიზედ მეორედ ქართველი ცენტრი ტენერიფეს მოგებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტენერიფელებმა ბილბაოს უმასპინძლეს და შერმადინის წინამძღოლობით იოლად – 73:57 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსიც ყველაზე უმეტესი ჰქნოდა. შესაბამისად, შერმადინს დამსახურებულად გადაეცა MVP-ის ტიტული. გიორგიმ 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მან 12-დან […]
20 ქულა და MVP-ის წოდება -შერმადინი ბილბაოსთან მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო
ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაოს” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73:57 მოუგო. კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 12-დან 7 ორქულიანი დ 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
ტენერიფემ ბნეი ჰერცლია გაანადგურა – შერმადინი შეხვედრის MVP გახდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ,,ბნეი ჰერცლიამ” ,,ტენერიფეს” უმასპინძლა და 38-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 57:95 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, […]
ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის მე-6 ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრან კანარიას” სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:70 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც სტუმრებმა 15 ქულით (31:16) იმარჯვეს. გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 24 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი დ 9-დან 7 საჯარიმო […]
ტენერიფემ პერისტერისთან წააგო – შერმადინმა 13 ქულა მოაგროვა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ,,პელისტერიმ” ,,ტენერიფეს” უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:81 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში 26 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 17 ქულით, 9 პასითა და 1 მოხსნით მარსელინიო […]
ტენერიფემ ობრადოიროს მოუგო – შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო
ესპანეთის ACB ლიგის მე-4 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ობრადოიროს” უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:67 დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 6 ორქულიანი დ 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის […]
შერმადინი კლუბში ბრწყინვალედ დაბრუნდა – ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა
საერთაშორისო ევროპული საკალათბურთო შეჯიბრები დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ტენერიფემ” ლიეტუვურ “რიტასს” უმასპინძლა და 15 ქულიანი სხვაობით 89:74 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების ცენტრი – გიორგი შერმადინი იყო. შერმადინმა პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 18 ქულა და 6 მოხსნა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგის ნასროლი შვიდი 2-ქულიანიდან 6 ზუსტი […]
მამუ, გოგა და შერმინატორი: საქართველო გადაწყობას დიდი სამეულით შეეცდება
ევრობასკეტის პირველი სადავო ბურთის აგდებამდე საათები რჩება, ტურნირი თბილისში, ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით გაიხსნება, 21:00 საათზე კი ახალი სპორტის სასახლე საქართველოს საგულშემატკივროდ აგუგუნდება, თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ყველანი დიდი იმედით შევყურებთ NBA-ს დუეტს, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილი შემადგენლობით, რასაც აუცილებლად უნდა დავამატოთ გამოცდილი გიორგი შერმადინი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ეროვნული ნაკრების სადარაჯოზე იყო, და […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას […]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების განაცხადი 2022 წლის ევრობასკეტისთვის ცნობილია და უკვე ევრობასკეტის ოფიციალურ საიტზეც არის შეტანილი. ილია ზუროსის თავკაცობით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. თორნიკე შენგელიასთან, სანდრო მამუკელაშვილთან, გოგა ბითაძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან. 18-კაციანი შემადგენლობა ცნობილია: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ […]