გოგა ბითაძე ევროლიგაზე იასპარეზებს
ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ სერბული “მეგა ბემაქსი” დატოვა და “ბუდუჩნოსტის” შეუერთდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი, მონტენეგროში სეზონის ბოლომდე დარჩება – რის შემდეგაც NBA-ის დრაფტზე დადგება. “ბუდუჩნოსტი” ევროლიგაზე ასპარეზობს. აღნიშნულიდან გამომდინარე ახალგაზრდა ქართველ ცენტრს გაცილებით უფრო ძლიერ და გამოცდილ კლუბებთან მოუწევს დაპირისპირება და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება.
გოგა ბითაძის მორიგი აღიარება მონტენეგროში
“ბუდუჩნოსტის” ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ უცხოეთში მორიგი აღიარება მოიპოვა. ახალგაზრდა კალათბურთელი რამდენიმე წუთის წინ, ადრიატიკის ლიგის (ABA League) რეგულარული სეზონის MVP-დ დაასახელეს. გოგა ბითაძე “ბუდუჩნოსტში” გადასვლის შემდეგ, საშუალოდ მატჩში 16.3 ქულას, 6.4 მოხსნასა და 0.9 ასისტს აგროვებს, ორმაგი დუბლი კი 6-ჯერ შეასრულა. აღსანიშნავია რომ ადრიატიკის ლიგის 2018/19 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძესთან […]
ბითაძემ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა
გოგა ბითაძე, რომელიც დღეს დრაფტზე “ინდიანა პეისერსმა” მე-18 პიკად აიყვანა, აშშ-ში რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულ ვითარებაზე ალაპარაკდა. “ჩემს ბავშვობაში საქართველოში ურთულესი ვითარება იყო, ომი გვქონდა 2008 წელს რუსეთთან. მას შემდეგ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. უნდა ვთქვა, რომ ეს მძიმე […]
ინდიანა 111:106 ორლანდო (მიმოხილვა)
მაიამი 114:92 ინდიანა (მიმოხილვა)
“გოგა იზრდება, ის ჭკვიანი მოთამაშეა” – Forbes-ის სტატია ქართველ ცენტრზე
საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრს გოგა ბითაძეს Forbes-მა სტატია მიუძღვნა. 21 წლის კალათბურთელის ამერიკული კარიერის მიმოხილვის დროს ჟურნალისტი ბევრ საინტერესო თემას შეეხო. როდესაც “ინდიანას” მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენის გოგას შესახებ საუბრობს, ის ბევრჯერ იყენებს ამ ფრაზას: “ვფიქრობ, რომ მას კარგი ვერტიკალი აქვს.” – ამით ამერიკელი სპეციალისტი ბითაძის დაცვას აქებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ […]
პირადი რეკორდი და ორმაგი დუბლი – გოგამ შარლოტთან გაიბრწყინა
დღეს, გამთენიისას, NBA-ის პლეი-ინის მეოთხედფინალში “ინდიანა პეისერსი” “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 144:117 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი მიეცა ქართველ ცენტრ, გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის პლეი-ოფში ჩატარებული სადებიუტო თამაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გოგამ “შარლოტის” წინააღმდეგ 14 ქულა დააგროვა, რაც მისი NBA-ის კარიერის რეკორდია. გარდა ამისა, 21 წლის ქართველის ანგარიშზე 10 მოხსნაა, (6 […]
ინდიანამ წააგო | ბითაძემ 19 წუთი ითამაშა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გოგა ბითაძის “ინდიანამ”, რეგულარული სეზონის 58-ე მატჩი ჩაატარა, სადაც ინდიანაპოლისელებმა საშინაო არენაზე “მინესოტას” უმასპიძლეს. შეხვედრის პირველი მეოთხედი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედის შემდეგ “მინესოტამ” მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არცერთხელ აღარ მისცა და საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 120:129, იმარჯვეს. გოგა ბითაძემ პარკეტზე გატარებულ არასრულ 19 წუთში – 7 ქულას, 3 მოხსნას, […]
ბითაძის კარიერის მატჩი NBA-ში და ინდიანას პირველი გამარჯვება
23 ოქტომბერს, განთენიისას, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” შინ “დეტროიტ პისტონსს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა (124:115). კარიერის მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელაც პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 14 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგა ბითაძემ 15 მოხსნიდან […]
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ბრუკლინისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. ნიუ იორკში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 101:84 დასრულდა. გოგა ბითაძემ “ბრუკლინის” წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა და “ორლანდოს” მაისურით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ დროში 12 ქულის, 15 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბითაძემ საკმაოდ მაღალი […]
გოგა ბითაძის მორიგი საოცრება ევროლიგაზე!
გოგა ბითაძის უდიდესი მიღწევა საკალათბურთო კარიერაში. 19 წლის ქართველმა მონტენეგროული “ბუდუჩნოსტის” შემადგენლობაში ევროლიგის მატჩში მადრიდის “რეალი” დაამარცხა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ბალკანურ გუნდს ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხებინაო, ეს უპირველესად გოგა ბითაძეა. მატჩის დაკვნით ათწუთეულში, 5-წუთიან მონაკვეთში, ქართველმა ცენტრმა მიჯრით 8 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც შეხვედრის დასრულებამდე 2:47 წუთით ადრე “ბუდუჩნოსტი” 69:56 დაწინაურდა და […]
ბითაძის მორიგი გაბრწყინება: 26 წუთში 25 ქულა
სერბეთის ჩემპიონატში “მეგა ბიმაქსი”, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, სტუმრად “დინამიკს” შეხვდა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 102:85 დაამარცხა.