გოგა ბითაძის საოცარი მატჩი სერბეთში (სტატისტიკა)
13 ოქტომბერს ადრიატიკის ლიგის მესამე ტურის მატჩები შედგა, სადაც “ცედევიტა” “მეგა ბიმაქსს” დაუპირისპირდა. სტუმართა შემადგენლობაში ირიცხება გოგა ბითაძე, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა (MVP). გოგა ბითაძის სტატისტიკა 30:52 წუთში: 16 ქულა, 13 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 დაფარება. გოგა მისი ძალიან კარგით თამაშით გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა 86:95.
გოგა ბითაძეს ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდება!
ადრიატიკის ლიგის ოფიალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანი სიმბოლური ხუთეულის და გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშის გამოვლენაა! აღნიშნულ გამოკითხვაში გულშემატკივრების ხმების წილი 30%-ია. ხმების 10% ლიგის მესვეურებს მიენიჭათ, ხოლო 60% კი მწვრთნელებს. ქართველ ცენტრს “ბუდუჩნოსტის” რიგებში შესანიშნავი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს, შესაბამისად იგი ნამდვილად იმსახურებს მორიგ აღიარებას. ხმის მიცემისთვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე და აირჩიოთ გოგა ბითაძე! ლინკი
ბითაძე: “შრომას გავაგრძელებ”
მოგეხსენებათ, დღეს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება. 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ დრაფტამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “NBA-ს დონეზე სათამაშოდ, ყველა კომპონენტი უნდა გავაუმჯობესო. ვფიქრობ, რომ განვითარებისთვის კიდევ დიდი არეალი მაქვს, ამიტომ შრომას გავაგრძელებ,” – თქვა გოგამ.
ბითაძე ტრავმირებულია – ქართველი დეტროიტთან ვერ ითამაშებს
გოგა ბითაძემ NBA-ში დებიუტი წარმატებით დაიწყო. 20 წლის ქართველმა ზედიზედ რამდენიმე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და მესამე შეხვედრაში ორმაგი დუბლიც გაიფორმა, თუმცა “ინდიანას” ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ტალანტი ტრავმირებულია. გოგამ “ვაშინგტონ ვიზარდსთან” მოგებულ შეხვედრაში (121:106), სადაც 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ტვინის შერყევა მიიღო და “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, […]
რა უყვარს გოგას – ინდიანას პოსტი ქართველ კალათბურთელზე
“ინდიანა პეისერსის” ოფიციალურმა გვერდმა გოგა ბითაძის შესახებ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. ინდიანაპოლისელთა პრესსამსახურმა 19 წლის ქართველი ცენტრის ინტერესები გამოიკვლია. როგორც აღმოჩნდა, გოგა მზარეული გამოდგა, რადგან მან განაცხადა, რომ შესანიშნავ ორაგულს აკეთებს. ბითაძის საყვარელი სატელევიზიო გადაცემა La Casa De Papel-ი და Naruto-ა, ხოლო ფილმი – “ბეჭდების მბრძანებელი.” ვიდეოთამაშების მხრივ ახალგაზრდა კალათბურთელის არჩევანი Call Of Duty-სა და Fortnite-ზე […]
ბითაძის 10 ქულა და მორიგი მატჩი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში
მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ს რეგულარულ სეზონში. ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ნიუ ორლეან პელიკანსი” მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 113:114 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ქართველ ცენტრს ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიეცა, გოგამ პარკეტზე 19:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-იდან 2 სამქულიანი […]
მომენტი, რის გამოც მწვრთნელის ასისტენტმა გოგას უსაყვედურა (ვიდეო)
“ინდიანა პეისერსი” დღეს, გამთენიისას, “საკრამენტო კინგსთან” 93:104 დამარცხდა. დაპირისპირების მე-3 მეოთხედში გოგა ბითაძესა და “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტს შორის შელაპარაკება მოხდა. ქართველმა ცენტრმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, გრეგ ფოსტერს ემოციურად მიმართა: “sit the f*** down!.” ფოსტერი გოგასკენ გაიწია კიდეც, თუმცა მხარეები გუნდის კალათბურთელებმა დაამშვიდეს. როგორც გაირკვა, ნეიტ ბიორკგრენის დამხმარემ 21 წლის ქართველ კალათბურთელს შენიშვნა დაცვაში ცუდი […]
გოგამ სტეფ კარის დააფარა | VIDEO
სამედიცინო კუთხით თამაში შესაძლებელია – ყველაფერს ზუროსი გადაწყვეტს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებისთვის თამაშს შეძლებს. გოგა ბითაძემ ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიის წინააღმდეგ მატჩის ძირითადი დროის მიწურულს ტრავმა მიიღო, რის გამოც ზუროსმა იგი სათადარიგო სკამზე დასვა, თუმცა რამდენიმე წუთში გოგა პარკეტზე კვლავ დაბრუნდა და ერთ-ერთ მომენტში მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნისას, მან მარჯვენა კოჭის […]
ბითაძის 3 ქულა და 5 მოხსნა – ორლანდო კვლავ დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “იუტას” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, “Amway Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი მასპინძელთა მარცხით, 124:131 დასრულდა. “ორლანდოს” რიგებში სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 20:45 წუთში 3 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “ორლანდო” ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა. მომდევნო მატჩს ფლორიდელები 12 […]
ბითაძის ბლოკი ევროლიგის მე-15 ტურის საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)
ბითაძის 16-მა ქულამ ბუდუჩნოსტს ვერ უშველა
ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში “ბუდუჩნოსტი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, ათენში “პანათინაიკოსთან” ოცი ქულის სხვაობით, 87:67 დამარცხდა.