დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც 21 წუთში, 20 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. აქედან გამომდინარე, თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარება. […]