ბითაძე: “ასეთი თამაშები ჩემი თავდაჯერებისთვის კარგია”
დღეს, გამთენიისას, “ინდიანა პეისერსი” დაძაბულ ბრძოლაში “ნიუ ორლეანს პელიკანსთან” 1 ქულის სხვაობით, 113:114 დამარცხდა. ის, რომ “ინდიანამ” მხოლოდ მინიმალური ანგარიშით წააგო, გოგა ბითაძის დამსახურებაცაა. ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან გაცილებით დიდი ნდობა მიიღო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება მიითვალა. დასანანი მარცხის შემდეგ გოგამ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “როდესაც ხარ ბენჩის მოთამაშე, […]
ინდიანას გადაწყვეტილება ცნობილია – გოგა სასჯელს ვერ გადაურჩა
“ინდიანა პეისერსმა” დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, გრეგ ფოსტერი გუნდმა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რაც შეეხება გოგას, მას თამაშის გამოტოვება არ მოუწევს და ფულად ჯარიმას გადაიხდის. წყარო წერს, რომ ქართველ კალათბურთელსა და მწვრთნელს შორის მთელი სეზონის მანძილზე აქტიური სამუშაო ურთიერთობა იყო და უთანხმოების მიუხედავად, ეს ასეც გაგრძელდება. […]
სეზონის პირველი ორმაგი დუბლი | ბითაძის მორიგი კარგი თამაში ინდიანაში
დღეს, გამთენიისას, ლიდერების გარეშე დარჩენილი “ინდიანა პეისერსი” “ფინიქს სანსს” დაუპირისპირდა და 113:103 დამარცხდა. მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის არყოფნაში, გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო 5-ეულში მოხვდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. გოგას ანგარიშზე 16 ქულა (6-დან 4 საჯარიმო, 11-დან 6 ორქულიანი) და 11 მოხსნაა. გარდა ამისა, ბითაძემ 2 ასისტი და […]
hoopshype – ბითაძისა და მამუკელაშვილის შეფასება
გავლენიანმა საკალათბურთო პორტალმა, ევრობასკეტზე მოასპარეზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავების შეფასება გამოაქვეყნა. hoopshype-ს უყურადღებოდ არც გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი დარჩენია. “ინდიანა პეისერსისა” და “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელებმა საქართველოს ნაკრების რიგებში თავი არაერთ ეპიზოდში გამოიჩინეს. სანდრო მამუკელაშვილი “მილუოკი” შეფასება: B- სტატისტიკა: 15.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.4 ასისტი საშინაო კედლებში გამართულ შეხვედრებში განსაკუთრებით საინტერესო თურქეთის წინააღმდეგ გამართული […]
გოგა ბითაძის 15 წუთი და 3 ქულა – ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” სტუმრად დაუპირისპირდა და 105:111 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგოა ბითაძემ ითამაშა. 23 წლის ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო, პარკეტზე კი 14:40 წუთი გაატარა და 3 ქულის, 4 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო. გოგა ბითაძის გუნდისთვის ეს სეზონში 43-ე მარცხი იყო, […]
გოგა ბითაძის ფენომენალური მატჩი ევროლიგაზე და MVP-ის ტიტული (ვიდეო)
გუშინ, 3 დეკემბერს, ევროლიგის მე-16 ტურის მატჩები შედგა, სადაც გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” “მილანს” ესტუმრა და 111:94 დამარცხდა. საოცარი მატჩი ჩაატარა ქართველმა ახალგაზრდა ცენტრმა – გოგა ბითაძემ ევროლიგის მეორე კარიერულ მატჩში 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. გოგას ვერც სამწამიანში და ვერც პერიმეტრზე ვერ აჩერებდნენ და იგი დამსახურებულად გახდა ამ მატჩისა და მთლიანად […]
გოგა ბითაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება
Eurohoops.net ატარებს გამოკითხვას, თუ ვინ იქნება ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი 2018-19?! გადადით ბმულზე და ხმა მიეცით ქართველ ცენტრს – გოგა ბითაძეს. გოგა ბითაძესთან ერთად გამოკითხვაში მონაწილეობენ: იოველ ზოსმანი (მაკაბი) და გეორგიოს პაპაგიანისი (პანათინაიკოსი). ლინკი:
გოგა ბითაძე NBA-ის ზაფხულის ლიგაზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და აწ უკვე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელი გოგა ბითაძე NBA-ის ზაფხულის ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ზაფხულის ლიგაზე მონაწილეობას მიიღებენ NBA-ის 2019 წლის დრაფტის წევრების უმრავლოსობა. “ინდიანა პეისერსის” მეტოქეები “მემფისი”, “დეტროიტი”, “ატლანტა” და “ტორონტო” იქნებიან, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში “ინდიანა” საპლეიოფო რაუნდში გადაინაცვლებს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ კალათბურთელს საკუთარ პირველ ამერიკულ ასპარეზზე.
გოგა ბითაძის ყველა მომენტი G ლიგაში (ვიდეო)
არც ერთი წუთი გოგას – ინდიანამ სეზონი დაასრულა
“ინდიანა პეისერსმა” სეზონი დაასრულა – ნეით მაკმილანის გუნდი პირველივე რაუნდში “მაიამი ჰიტთან” უშანსოდ, 0:4 დამარცხდა. სერიის ბოლო შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა. “ინდიანა” თამაში 12 ქულით, 99:87 დათმო. სამწუხაროდ, ინდიანაპოლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს სათამაშო წუთები არც მე-4 შეხვედრაში მისცა. საერთო ჯამში, პლეი-ოფი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გასულა. “მაიამი ჰიტი” მე-2 რაუნდში […]
ადებაიომ ბითაძეს ეფექტურად გადაატენა (ვიდეო)
ბითაძე ინდიანასთან ერთად ვერ ვარჯიშობს – გოგას ზურგის ტრავმა აქვს
“ინდიანა პეისერსი” საზაფხულო ლიგისთვის გოგა ბითაძის გარეშე ემზადება. გუნდის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველმა კალათბურთელმა ზურგის ტკივილის გამო ორი ვარჯიში გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გოგა მომდევნო თამაშებში მონაწილეობის მიღებას. “ინდიანა პეისერსი” საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრას 9 აგვისტოს, “ვაშინგტონის” წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ტურნირი 22 წლის ქართველი ცენტრისთვის უმნიშვნელოვანესია. ბითაძე ლიგაში მესამე სეზონს იწყებს, თუმცა პირველ […]