ბითაძე და ინდიანა ნიუ ორლეანსთან დამარცხდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ნიუ ორლეანსისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. “Smoothie King Center”-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და 113:93 დასრულდა. “ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:56 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობასი 4 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო. ბითაძემ მხოლოდ ორჯერ ისროლა და […]
FIBA-მ ბითაძე, სანაძე, შენგელია და კორკმაზი დასაჯა
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთს შორის საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო. თუმცა, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით იყო დასამახსოვრებელი. დუდა სანაძესა და ფურქან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა. დაპირისპირების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ქორქმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, […]
ინდიანამ ვაშინგტონს მოუგო – ბითაძემ 14 წუთამდე ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ვაშინგტონ უიზარდსს” უმასპინძლა და ათქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:111 დაამარცხა. ,,ინდიანას” შემადგენლობაში 14 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ,,პეისერსს” 28 ქულით, 4 პასით, 3 ჩაჭრით, 2 მოხსნითა […]
მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “მილუოკისა” და “საკრამენტოს” დაპირისპირება შედგა. მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 126:113 დასრულდა. “ბაქსის” ქართველ ფორვარდს – სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. მამუმ პარკეტზე 1:18 წუთი დაჰყო ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სროლის შესრულება შეძლო, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა. პარალელურ შეხვედრაში, “მინესოტა” “ინდიანას” დაუპირისპირდა. მინეაპოლისში გამართულ დაპირისპირებაში, მასპინძლებმა 121:115 […]
მამუკელაშვილის 8 ქულა – ბითაძემ კვლავ არ ითამაშა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 102:109 დასრულდა. “მილუოკი ბაქსის” შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 23:02 წუთში, 8 ქულის, 6 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამიდან ორი 3-ქულიანი ზუსტად შეასრულა. მამუკელაშვილის მარგი ქმედების […]
ბითაძის ბრწყინვალე სტატისტიკა მცირე სათამაშო დროში
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “საკრამენტოსა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. საკრამენტოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 137:114 დასრულდა. “ინდიანა პეისერსის” რიგებში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა და აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 4:01 წუთში, ბითაძემ 8 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. ბითაძემ ორივე ნასროლი 2-ქულიანი […]
მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “კლიპერსისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 114:100 დასრულდა. “ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ პარკეტზე 7:52 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, 5 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო. “ინდიანას” დამარცხებაში ლომის წილი ივიცა ზუბაჩმა დაიდო. “კლიპერსის” ცენტრმა პირად აქტივში 31 ქულა, […]
ინდიანა დამარცხდა – ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ინდიანასა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 101:115 დასრულდა, რითიც “პეისერსის” 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. “ინდიანას” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ პარკეტზე 15:27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. “ინდიანას” პარალელურად, რიგით მე-5 მარცხი იწვნია […]
მამუკელაშვილი დაბრუნდა, ბითაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა!
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ოკლაჰომასა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რის შემდეგაც “ოკლაჰომა” “მილუოკისთან” 132:136 დამარცხდა. იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე “მილუოკის” მხსნელად, ჯეივონ კარტერი მოევლინდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:46 წუთში, 36 ქულის, 4 მოხსნისა 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, […]
მამუკელაშვილი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, ბითაძეს მცირე დრო მიეცა!
1 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისათვის, განსაკუთრებით საინტერესო 2 მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც “ინდიანა პეისერსი” და “მილუოკი ბაქსი” ასპარეზობდნენ. “ბრუკლინი” გოგა ბითაძის “ინდიანას” დაუპირისპირდა და 116:109 დაამარცხა. “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7:48 დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ურიგოდ არ გაისარჯა. მცირე დროში, ბითაძის მონაგარი 2 ქულას, 3 მოხსნასა და […]
კორკმაზთან მომხდარი ინციდენტის გამო, ბითაძეს სტვენით შეხვდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ფილადელფიასა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 120:106 დასრულდა. “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:45 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა 3 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “Wells Fargo Center“-ში, გოგა ბითაძეს არც ისე სახარბიელო დახვედრა მოუწყვეს. […]