ხელჩართული ჩხუბი ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)
ლეანდრო რიბეირო კორეის ჩემპიონატში (ვიდეო)
ეროვნული ლიგა: XVI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გოლებით დახუნძლული არ ყოფილა და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა. სამმა გუნდმა ანალოგიური ანგარიშით – 1:0 იმარჯვა, ერთადერთი შეხვედრა კი, რომელშიც სულ მცირე 3 ბურთი გავიდა უშუალო კონკურენტების, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “მერანისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება გამოდგა. რაც შეეხება ტურის დარჩენილ ერთ მატჩს, “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთში – 1:1 ითამაშეს. […]
უჩა სოსიაშვილი: “ნამდვილად გამორჩეულია კუხიანიძის განვლილი გზა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის, საკუთარი რესურსის 30% აქვს გამოვლენილი”
18 მაისს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის თვეში გასამართი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 წლის თავდამსხმელის, სერგო კუხიანიძისთვისაც მოიძებნა ადგილი. წყალტუბოს “სამგურალის” ახალგაზრდა ფორვარდის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განვლილი კარიერული გზა შთამბეჭდავია. არასრული ორი წლის წინ, იგი საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თამაშობდა, რასაც გატანილი გოლები, ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურება და […]
ზამთრის ყველა ტრანსფერი: როგორი შემადგენლობებით ხვდებიან გუნდები ეროვნული ლიგის ახალ სეზონს?
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება 24 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყება. შეხვედრა ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. გუნდები ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობებით ხვდებიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც ახალი გუნდის ჩამოყალიბება […]
გორის დილამ მამაიე კულიბალი დაიმატა
გორის “დილამ” კიდევ ერთ ლეგიონერი დაიმატა. ფრანცისკო მადინგას შემდეგ შიდა ქართლურმა კლუბმა მალელ შემტევ მამაიე კულიბალისთან გააფორმა კონტრაქტი. 20 წლის აფრიკელი ფეხბურთელი სამშობლოში, “სტედ მალიენში” თამაშობდა და ეროვნული ნაკრების ორ შეხვედრაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. “დილასა” და კულიბალის შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. წინა სეზონში, “დილამ” ეროვნულ ლიგაში 43 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
დავით ყიფიანის თასი: მერვედფინალური წყვილები ცნობილია
1 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19-20-21 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. წყარო: საქართველოს […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
გიორგი აბურჯანია კარიერას პრიმეირა ლიგაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი პრიმეირა ლიგის ბინადარ “ჟილ ვისენტეს” ფეხბურთელი გახდება. abola.pt-ის ცნობით, “ჟილ ვისენტემ“, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, “პორტიმონენსედან” ემანუელ ჰეკმანი დაიმატა, მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელი იქნება. აბურჯანია, რომელიც წლების განმავლობაში “სევილიას” შემადგენლობაში რიცხებოდა და […]
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენელ ერთ-ერთ კლუბს, გორის “დილას” საკადრო პრობლემა შეექმნა. საქმე ისაა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და ეროვნულ ლიგაში გორელთა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. 26 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, რომელიც წარსულში “საბურთალოსა” და “დინამო ბათუმის” რიგებშიც თამაშობდა, გუნდი კონტრაქტის პირობების დარღვევით დატოვა. უფრო კონკრეტულად, […]
ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულ ლიგას 5 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. გორის “დილამ” ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ (შინ, “მერანთან” 4:0) 11 ქულა მოაგროვა და პირველი პოზიცია ერთპიროვნულად დაიბევა. ეს იმის დამსახურებაც გახლდათ, რომ ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა, “დინამო თბილისმა” 3 ქულა მიჯრით მესამედ ვეღარ მოიპოვა და მეორე ადგილზე ჩამოიწია. ტურის ბოლო მატჩის მსგავსად, გოლი […]
მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში “დილამ” მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” უმასპინძლა და ფორმატის ცვლილებისა და რამდენიმე გადადებული შეხვედრის გამო, გუნდები მატჩს განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს 14 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული და 21 ქულით მესამე პოზიციას იკავებდნენ, ხოლო სტუმრებმა 12 მატჩში თავი 25 ქულას მოუყარეს და […]