შვედეთი – საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია – […]
ოფიციალურად: გიორბელიძე დრეზდენის დინამოს ფეხბურთელია
ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის “დინამოში” გააგრძელებს. ქართველი მარცხენა მცველი მე-2 ბუნდესლიგის გუნდს იჯარით შეუერთდა. დრეზდენელთა ოფიციალური განცხადების თანახმად, გურამი “დინამოში” 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გიორბელიძე გერმანულ კლუბში “ვოლფსბერგიდან” გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა რიგებს საქართველოს ნაკრების წევრი 2019 წელს, გორის “დილადან” შეუერთდა. ცნობილია, რომ გურამ გიორბელიძე “დინამო დრეზდენში” 2-ნომრიანი მაისურით […]
ქართველი ფეხბურთელების ვოლფსბერგერი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელების “ვოლფსბერგერმა” შინ “ფეიენოორდი” 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ავსტრიული გუნდისთვის ფრეც საკმარისი იყო, თუმცა 31-ე წუთზე იოველიჩის მიერ გატანილი გოლით “ვოლფსბერგერმა” მეტოქე მეორედაც დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა. ახალგაზრდა ქართველი მცველი “ფეიენოორდის” წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება […]
გურამ გიორბელიძე: “ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ქულის მოპოვება შეგვეძლო”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად – 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, გურამ გიორბელიძემ კომენტარი გააკეთა. “მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია
დღეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პლეი-ოფში სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგს, რომელიც ჯგუფიდან საკმაოდ მოულოდნელად გავიდა, არ გაუმართლა – ავსტრიელები “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავით ხოჭოლავას “შახტარს”, უკრაინელები 1/16 ფინალში თელ-ავივის “მაკაბის” შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ დონეცკელებმა წელს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს, თუმცა ჯგუფი მე-3 […]
“სანიოლს მწირი დრო ჰქონდა, ამიტომ ვაისის სტრატეგიით ვითამაშეთ” – ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შვედეთთან მატჩი შეაფასა
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის თანაშემწე გახლდათ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, ეროვნულ გუნდში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურის შეხვედრაც შეაფასა, რომელიც სტოქჰოლმში შედგა და სადაც შვედეთის ნაკრებმა – 1:0 იმარჯვა. “12 ნოემბრის მატჩის შემდეგ გუნდში ბევრი სიახლე იყო – ახალი სამწვრთნელო შტაბი, […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
ქართველების ვოლფსბერგერმა ავსტრიის საუკეთესო გუნდი დაამარცხა – ლოჩოშვილის სტატისტიკა ზალცბურგთან
ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ვოლფსბერგერმა” ქვეყნის საუკეთესო გუნდი “ზალცბურგი” სტუმრად – 3:2 დაამარცხა. ტრადიციულად, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. 22 წლის ფეხბურთელმა ევროპის წამყვანი სტატისტიკური გამოცემების მონაცემებით, 7.3-კოეფიციენტიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მოედანზე გამოსულ 30 ფეხბურთელს შორის მეექვსე შედეგი გახლდათ. ლოჩოშვილის დეტალური […]
რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერეს. Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა – ქართველთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა – 8.2 კოეფიციენტი მიიღო, ყველაზე დაბალი შეფასება კი, საბა ლობჟანიძემ და შეცვლაზე შემოსულმა […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა, “ჯვაროსნების” სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია – გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, […]
ლუკა ლოჩოშვილი ტოტენჰემთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია
ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ვოლფსერგერი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. მატჩი 18 თებერვალს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილი ხდება გუნდების ძირითადი შემადგენლობა. ავსტრიული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოხვდა. ლონდონური კლუბის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა გურამ გიორბელიძე. მიმდინარე სეზონში, 22 წლის მცველმა “ვოლფსბერგერის” 25 შეხვედრაში […]