იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასი ისტორიაში შევიდა – სამწუხაროდ, ამის მიზეზი ტაიფუნი ჰაგიბისი გახდა. უკანასკნელი 60 წლის მანძილზე იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი (ჰაგიბისი) მძვინვარებს, რომლის სიჩქარე 160 კმ/სთ-ია. ტაიფუნის საშიშროებიდან გამომდინარე, 12 ოქტომბერს ჩანიშნული C-ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა გაუქმდა. 6 ერის წარმომადგენელი ორი ნაკრები C-ჯგუფის პირველი […]