2019 წელს, იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მორაგბეებს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევთ. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მორაგბეებს ტატუების დაფარვა დაევალებათ, რათა მოსახლეობასა და პოლიციას ისინი განგსტერებში არ აერიოს. ამომავალი მზის ქვეყანაში, ტატუ ადგილობრივ მაფიასთან, იაკუძასთან ასოცირდება, რის გამოც ხელისუფლებამ მორაგბეებისა და გულშემატკივრებისთვის ერთი წლით ადრე სპეციალური განკარგულებები გამოსცა, მათ შორის ტატუების დაფარვის აუცილებლობა. […]