UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა. შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა – ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა. ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა ილია თოფურია Vs ჯოშ ემეტი (სრული ბრძოლა) სერხიო რამოსის ემოციები ილია თოფურიას ბრძოლის დროს | VIDEO ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, […]
რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამარჯვებით
UFC 264-ზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელის სტატუსს ატარებს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ოპონენტი რაიან ჰოლი გახლდათ, რომელიც პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. თოფურიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და როგორც აღვნიშნეთ მარცხის გრაფაში კვლავ 0-იანი რჩება. Make that 1️⃣1️⃣-0️⃣! 🇬🇪 @TopuriaIlia remains UNDEFEATED! #UFC264 pic.twitter.com/VHli1SM674 — UFC (@ufc) July 11, 2021 საყურადღებოა, რომ […]
ილია თოფურიას წარმატებული წელი UFC-ის უყურადღბოდ არ დარჩენია | VIDEO
UFC-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 5 მებრძოლი გამოარჩია, რომელთაც მომავალ წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. საინტერესოა, რომ ამ სიაში ქართველი ილია თოფურიაც მოხვდა. მასთან ერთად ამ სიაში მოვსარ ევლოევიც მოხვდა, რომელსაც ქართველთან უკვე დიდი ხანია დაპირისპირება აქვს. UFC Asia-მ ილია ბრძოლებიდან ჯაი ჰერბერტთან დაპირისპირება გამოარჩია, სადაც მეტოქე სანახაობრივი მოკაუტით დაამარცხა. შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა ილიამ ბრაის […]
ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობით 237 500 დოლარი მოიგო
უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ტურნირის დაწყების წინ სოციალურ ქსელში განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა. თოფურიამ 50 000 დოლარი უიმბლდონზე კარლო ალკარასის ჩემპიონობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 4,75 ჰქონდა. შედეგად, ილიამ ალკარასის […]
“პატარა სოსისო ქართველიც კი არ ხარ!” პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა | VIDEO
15 მარტს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ილია თოფურია პადი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლების გაშველება სასტუმროში მყოფმა პირებმა შეძლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში, თოფურიამ განმარტა, რომ პიმბლეტთან დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოზე და ქართველ ხალხზე გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებამ გამოიწვია. პადი პიმბლეტმა დრო არ დაკარგა და რობი ფოქსის Youtube პოდკასტში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინგლისელი მებრძოლის მტკიცებით, […]
ილია თოფურია UFC 4-ში დაამატეს
ქართველი მებრძოლი ილია თოფურია კომპიუტერულ თამაშ UFC 4-ში დაამატეს. “მატადორის” მონაცემები საკმაოდ მაღალია. ილია ელექტრონული ვერსიის მთავარი იარაღი სტრაიკინგი იქნება, რომელიც 5 ვარსკვლავით არის შეფასებული. შეგახსენებთ, რომ ილია წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის, რომელიც ჯოშ ემეტის წინააღმდეგ არის ჩანიშნული. აღნიშნული ორთაბრძოლა 25 ივნისს არის ჩანიშნული.
ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ბრძოლა არ შედგება
აღნიშნულ ინფომრაციას თავად ამერიკელი მებრძოლი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ილია თოფურია ბრძოლას არ დათანხმდა. მიზეზი უარისა, მიტჩელის თქმით, წონის ვერ დაკლებაა. საინტერესოა ამერიკელის ეს განცხადება, რადგან ილიამ ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა მოკვდეს წონის ჩაბარებისას. ოფიციალურად დაზუსტებული არ ყოფილა, თუმცა, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიასა და ბრაის […]
ილია თოფურიამ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “მატადორმა” 5 რაუნდიან ბრძოლაში ძალიან გამოცდილი ჯოშ ემეტი უდიდესი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს კარიერის განმავლობაში თოფურიასთვის მე-14 გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, რომ ილია დაუმარცხებლის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. ილიას პერფორმანსმა MMA-ს გულშემატკივარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ქართველი მებრძოლი ხუთივე რაუნდში დომინირებდა და ამის კვალი მეტოქის სახეზეც კარგად ჩანდა. დაპირისპირების […]
კოლოსალური თანხა რომელიც მაკგრეგორმა და UFC 264-ის მებრძოლებმა გამოიმუშავეს
UFC 264-ის ივენთზე, არაერთი განსაკუთრებული ბრძოლა გაიმართა, რომელმაც მაყურებლის მოლოდინი გაამართლა. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს ილია თოფურია იწვევდა, რომელმაც მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. UFC 264-ის მეინ ქარდზე, დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. ბევრისათვის მოულოდნელად, სახელოვანმა ირლანდიელმა მებრძოლმა კოჭი მოიტეხა და ტექნიკური მარცხი დაუფიქსირდა. შესაძლოა უამრავი გულშემატკივრისათვის მაკგრეგორის მარცხი მოულოდნელი იყო, […]
ილია თოფურია ესპანელ მომღერალს ფიზიკურად გაუსწორდა | VIDEO
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, ესპანეთის ერთ-ერთ ბარში მომხდარი კონფლიქტია დაფიქსირებული, რა დროსაც თოფურიამ ესპანელი მომღერალი დაანოკაუტა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მომღერალი ომარ მონტესია, რომელიც წარსულში პროფესიონალი მოკრივე გახლდათ და 100-ზე მეტი ბრძოლაც აქვს ჩატარებული. მედია საშუალებები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ თოფურია და მონტესი წარსულში მეგობრობდნენ. […]