“მშიშარა ვირთხა” – ილია თოფურიას მიმართვა რუს მოვსარ ევლოევს | VIDEO
შესაძლოა სეულში ილია თოფურიასა და კორეელი ზომბის დაპირისპირება ვიხილოთ
MMA UNCENSORED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ერთმანეთს ილია თოფურია და ჩანგ სუნგ იუნგი იგივე “კორეელი ზომბი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორთაბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეხვედრა 29 აპრილს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში – სეულში გაიმართება. საინტერესოა, რომ ილიამ WEBPOSITER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალ ბრძოლაზე მოლაპარაკებები […]
“მას ძმად მივიჩნევ, თავს წაგაცლი” – თოფურია რუს მებრძოლს
ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის დაპირისპირების წინ, დაძაბულობა პიკს აღწევს. 10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გამართვის წინ, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან. პიოტრ იანი კიდევ უფრო შორს წავიდა […]
სერხიო რამოსმა ილია თოფურიას წარმატება პირადად უსურვა | VIDEO
ილია თოფურიამ UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, მან მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)
ილია თოფურიას გამარჯვება სერხიო რამოსმა მიულოცა
დღეს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ამერიკელი მეტოქე, ბრაის მიჩელი დაამარცხა. ,,მატადორს” გამარჯვება ,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, სერხიო რამოსმა მიულოცა, რომელმაც ინსტაგრამის პირად გვერდზე თოფურიას მოგების ვიდეო გამოაქვეყნა: ,,გილოცავ, ძმაო” – დაწერა ესპანელმა ვარსკვლავმა და ილია თოფურია მონიშნა. თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე […]
თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,მისი პატარა თავის დამტვრევა შემიძლია”
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ,,მატადორს” მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია: ,,მასზე შთაბეჭდილებას მაშინ მოვახდენ, როცა ოქტაგონზე მუშტს დავარტყამ, ის კი იტყვის: ,,გამიყვანეთ აქედან, დამეხმარეთ!” უდავოა, რომ ვოლკანოვსკი ჩემნაირს აქამდე არავის შეხვედრია. მე არავის გაოცება არ მჭირდება, ვიცი, რასაც წარმოვადგენ და ვიცი, რომ მისი პატარა თავის დამტვრევა […]
“პასუხს ოქტაგონზე გაგცემ” – ევლოევი თოფურიას ემუქრება
UFC 270-ის ივენთზე, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. ბრძოლის ჩაშლის მიზეზად, რუსი მებრძოლის კორონავირუსით დაინფიცირება სახელდება. ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეტოქეს მშიშარა ვირთხა უწოდა. თოფურია აღნიშნავს, რომ ბრძოლის ჩაშლა მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა და მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებამ არ გააკვირვა. “მშიშარა ვირთხა” – ილია თოფურიას მიმართვა რუს […]
ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება
დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი “მატადორის” მოწინააღმდეგე UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ილიასთვის ეს პირველი ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა იქნება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა. რაც შეეხება ილიას, […]
ილია თოფურიას ბრძოლის გამართვის თარიღი და მომდევნო მეტოქე ცნობილია!
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურია ოქტაგონს 29 ოქტომბერს დაუბრუნდება. “ელ მატადორი” სახელოვან ბრაზილიელს – ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად MMA-ს მიმომხილველმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა. 💪 ¡CONFIRMADO! El gran @Topuriailia ya tiene rival para su próximo combate en la @ufc Se medirá al el brasileño Edson Barboza el 29 de octubre. ¡Y por supuesto lo […]
ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა. შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა. ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა. თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება დაუგროვდა. დღევანდელ ბრძოლამდე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებდა.
ილია თოფურია UFC-ის TOP 10 ახალბედას შორის დასახელდა
UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა 2020 წელი შეაჯამა და წლის 10 საუკეთესო ახალბედაც გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ, სიაში მოხვდა ილია თოფურია. 23 წლის ქართველმა მებრძოლმა TOP 10-ში მე-8 პოზიცია დაიკავა: “ექვსი თვის წინ ილია UFC-ის განაცხადშიც არ იყო, თუმცა ოქტომბერში, იუსეფ ზალალის გამოწვევა მიიღო და “მაროკოელი ეშმაკი” დაამარცხა. 2 თვეში თოფურიამ ვეტერან დეიმონ ჯექსონს საოცრად, 3 წუთზე […]