საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, უკანასკნელ, მესამე ეტაპზე, L-ჯგუფში პირველი მატჩი გამართა. საქართველომ ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 21 წუთში, 20 ქულა, 4 მოხსნა შესძინა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სირთულე და შეძლებს თუ არა თორნიკე მოახლოებულ ევრობასკეტზე, […]
ზუროსმა ნიდერლანდებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებულიყო და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს. ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, […]
საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი სამივე შეხვედრაში მარცხით დაასრულა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის მოსამზადბელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 76:87 დამარცხდა. პირველ მეოთხედში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 23:22 იმარჯვა, მეორე 10-წუთეულში კი ფრედ 18:18 ითამაშა. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მეტოქემ 27:18 იმარჯვა, ბოლო მეოთხედი კი პოლონელებმა 3-ქულიანი უპირატესობით – 20:17 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში, აკროპოლისის თასზე […]
“სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში” – ზუროსი
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოთხთა ტურნირი “აკროპოლისის თასი” მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველო, თურქეთი, პოლონეთი და საბერძნეთი. 18 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა და აღნიშნული შეხვედრა 80:67 დათმო. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის მეორე მარცხია. პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ 88:101 წავაგეთ. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდა საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ დამარცხდა სანდრო […]
საქართველო ისტორიას ქმნის – FIBA ეროვნულ ნაკრებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
FIBA Eurobasket 2022-ის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი – იდეალური დროა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 24 გუნდის სიძლიერეს გადავხედოთ. FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. FIBA Eurobasket 2022 – ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიძლიერე “როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო FIBA […]
საქართველომ ისრაელთან მეორე სპარინგ-მატჩი დათმო და საბერძნეთში მიემგზავრება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან მეორე ტესტ-მატჩი გამართა და 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი პირველ ნახევარში მეტოქეს ჯობდა, რაც სწორი დაცვისა და მოედანზე გააზრებული მოქმედების შედეგი გახლდათ, ხოლო მეორეში ჩვენი გუნდი ვეღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე, გარკვეული ტაქტიკური შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ 68:81 (სტატისტიკა) დამარცხდა. პირველი პერიოდი ქართველებმა 22:18 მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო იყოჩაღეს […]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ქალაქ კეჩკემეტში, მესი იშტვანის სახელობის საკალათბურთო დარბაზში, სადაც როგლადან ჩასვლის დღეს პირველად ივარჯიშა. მიუხედავად სლოვენიიდან უნგრეთამდე ხანგრძლივი მგზავრობისა, ილიას ზუროსმა ჩვენი ნაკრები კეჩკემეტში ჩასვლის დღეს მაინც ავარჯიშა, თუმცა ეს იყო საკმაოდ მსუბუქი, აღდგენითი ვარჯიში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. მოთამაშეები ძირითადად მოთელვებითა და სროლებით შემოიფარგლნენ. ტაქტიკასა […]
საქართველოს ნაკრები აგვისტოს მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის, სადაც როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები როგლადან ავტობუსით გაემგზავრება. უკვე ორი […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა | VIDEO
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში ჩვენს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. ახლა, როცა თოვლი არაა, როგლას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა სათამაშო სპორტის სახეობის წარმომადგენლებისთვის მოსამზადებლად იდეალური ადგილია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სასტუმრო “ნატურა როგლა” სრულად აქვს დაკავებული და სავარჯიშოდ ფეხით 5 წუთის სავალ დარბაზში დადის. სასტუმროსთან ერთად ნაკრების წევრებს საშუალება აქვთ […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას იწყებს. მოგეხსენებათ, ჩვენი კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, რომლის დედაქალაქ თბილისშიც ევრობასკეტის A ჯგუფის თამაშები ჩატარდება ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, ბელგიისა და საქართველოს ნაკრებთა მონაწილეობით. აქვე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის სხვა ჯგუფები იტალიის ქალაქ მილანში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და გერმანულ კიოლნში გაიმართება. პლეი ოფში გასული 16 გუნდი კი ჩემპიონ-პრიზიორთა […]
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]