ზუროსი: ,,თორნიკე შენგელიამ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ისლანდიასთან მოგებული მატჩი შეაფასა: ,,პირველ ყოვლისა, მინდა, მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს, განსაკუთრებით, ძალიან მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ კალათბურთელების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ორი დღის წინ კლუბში ითამაშა, შემდეგ კი ნაკრებში […]
ზუროსი: ,,თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებას. ვამაყობ ჩვენი გუნდით. წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ, გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა. ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე […]
ზუროსი: ,,იმედია, იტალია ბოლო 2 ტურში შემადგენლობას არ შეცვლის, ეს უსამართლობა იქნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებული მატჩი შეაფასა: ,,პირველ ყოვლისა, მინდა მივულოცო ჩემს კალათბურთელებს, რადგან მხოლოდ მოგება არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ბრძოლა და ჟინი. გუნდმა მთელი გული ჩადო თამაშში. თოკომ შესანიშნავად იმუშავა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ფანჯარამდე ტრავმის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩაატარა. მას უნდოდა, რომ გუნდს დახმარებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი, რადგან […]
ზუროსი: ,,ისლანდიას კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია დავწეროთ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ნიდერლანდებთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით. რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, […]
ზუროსი: ,,რთული ჯგუფი შეგვხვდა”
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა. წილისყრის შედეგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა: ,,მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხვდა და ბრძოლა მოგვიწევს!” – ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ციტირებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და […]
ზუროსმა ნიდერლანდებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებულიყო და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს. ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, […]
თავს ზევით ძალა არ არის – მადლობა ბიჭებს! (ვიდეო)
ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გულშემატკივარს სურს, ამის დასტური კი დღევანდელი საქართველო – ესტონეთის მატჩია. ალბათ ვერავინ ვერ დაგვაჯერებს რომ ესტონეთის ნაკრები თუნდაც ამ შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებზე მაღალი კლასის გუნდია. მაგრამ ესტონელებს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდათ რაც პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც აღნიშნა – გუნდურობა. “მათ ორივე შესარჩევი ეტაპი ერთი გუნდით […]
თორნიკე შენგელია: ,,ვამაყობ ჩვენი გუნდით, სამწვრთნელო შტაბითა და ნაკრების მთელი შემადგენლობით”
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ და მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა უპასუხეს: ,,მატჩამდე დიდი გამოწვევა მივიღეთ ესპანეთის ნაკრებისგან და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან დიდი სიამოვნება იყო. რაც შეგვეხება ჩვენ, ვიცოდით, რომ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი არამხოლოდ უკრაინის ნაკრებთან მარცხის, არამედ ესპანელებთან სტუმრად 20 ქულაზე მეტი სხვაობით წაგებული შეხვედრის შემდეგაც. […]
თორნიკე შენგელიას მხრის მოტეხილობა დაუდასტურდა
მესამე მეოთხედში თორნიკე შენგელია მძიმედ დაშავდა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. იმის გათვალისწინებით, რომ ევრობასკეტი ერთ კვირაში იწყება, თოკოს გამოჯანმრთელება ვერ მოესწრება და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში.
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]
ილიას ზუროსი – გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. თბილისში გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 91:70 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რიგით მეორე დაპირისპირება სკოპიეში გაიმართა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 65:79 დამარცხდა. ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია საქართველოს ნაკრებმა […]
ილიას ზუროსი | უკრაინასთან მატჩში გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება
ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მომავალ მატჩებზე ილაპარაკა. „ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციამ გასწია დიდი სამუშაო, რათა შეეგროვებინა და დახმარებოდა მოთამაშეებს აქ ჩამოსვლაში. მეორეს მხრივ, სამწუხაროა, რომ გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, […]