ექსკლუზიური ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან!
Live.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და “პალაკანესტრო რეჯინას” კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან. გამარჯობა მანუჩარ, რა სიახლეებია საკლუბო კარიერაში? – ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მაქვს კლუბებისგან, რადგან ჯერ რეაბილიტაციის კურსი არ დამიმთავრებია და იმედი მაქვს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოვიშუშებ ტრამვას და მზად ვიქნები კლუბებთან სალაპარაკოდ. თუ არის ცნობილი, დაახლოებით როდის დაუბრუნდებით პარკეტს? – […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. შვეიცარიასთან მატჩისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: როგორც ჩანს, მაიკლ დიქსონის დაბრუნება საქართველოს ნაკრებში, ჯერჯერობით, გადაიდო. ზუროსს ნატურალიზირებული კალათბურთელი 16-კაციან შემადგენლობაში ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეცარიის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 20 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
დანაკლისი და ახალი სახეები – ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” […]
ილიას ზუროსი | უკრაინასთან მატჩში გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება
ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მომავალ მატჩებზე ილაპარაკა. „ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციამ გასწია დიდი სამუშაო, რათა შეეგროვებინა და დახმარებოდა მოთამაშეებს აქ ჩამოსვლაში. მეორეს მხრივ, სამწუხაროა, რომ გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, […]
ილიას ზუროსმა წილისყრის შედეგები შეაფასა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი გამოწვევა ელის: მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად 2 ეტაპის დაძლევა მართებს. პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფები დღეს შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად შეირჩა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 8 ჯგუფიდან ბოლოსწინა – G ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად. წილისყრის შედეგები ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა… – ახლა რთულია ზუსტი შეფასებების […]
ილიას ზუროსი: “მოგებაზე მეტად კარგი თამაში მახარებს”
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში სენსაციის შემოქმედი გახდა. ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში, სტუმრად, სერბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსხურთან ისაუბრა. “ჩემს კალათბურთელებს და მწვრთნელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მიმდინარე ფანჯრის პერიოდში მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. უშუალოდ სერბეთთან შეხვედრამდე მოსამზადებლად 2 დღე გვქონდა. რთული მეტოქე […]
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსის პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა, ონლაინ პლატფორმა “ზუმის” მეშვეობით პრესკონფერენცია გამართა. ბერძენმა სპეციალისტმა, ახალ ლეგიონერზე, გუნდის დანაკლისსა და მომდევნო მატჩების მიზნებზე ისაუბრა. 19 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს, ასევე 19:00 საათზე, ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ თბილისი არის ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო […]
ილიას ზუროსი: “მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მებრძოლი სული ვაჩვენეთ”
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა ჩემს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და მთლიან გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება. ყველა მათგანმა შესანიშნავად იმუშავა. ეს ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან კორონავირუსის გამო, გულშემატკივრის გარეშე გვიწევს თამაში და კალათბურთისთვის შესაბამისი ატმოსფერო არ გვაქვს, როგორიც […]
კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ხვალ საბერძნეთს ეთამაშება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უკვე ირაკლიონშია და გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებმა ძირითადად ერთ ფარში, შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ნაკრებს საბერძნეთში ლეგიონერი, თად მაკფადენი დახვდა. ამერიკელი მოთამაშე კრეტაზე დეტროიტიდან, 15-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავიდა. საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის […]