ლონდონის “ტოტენჰემმა” 13 იანვარს პრემიერლიგაში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, თუმცა ტურნირის ხელმძღვანელობამ შესაძლოა “დეზებს” მეტოქე შეუცვალოს. The Athletic-ის ცნობით, პრემიერლიგის მესვეურები განიხილავენ ვერსიას, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბირმინგემელთა ნაცვლად “ფულემთან” ითამაშოს. ლონდონური დერბი 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კოტეჯელთა ბანაკში აღმოჩენილი კორონავირუსის ინფექციის გამო, მატჩი გადაიდო. ამჟამად, მსგავს მდგომარეობაში უკვე “ვილა პარკის” ბინადრები არიან, […]