ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურის შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, “ფულემის” წინააღმდეგ (0:1) მარცხის შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. “ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ქულა რომ მოგვეპოვებინა, ვფიქრობ, ყველა იტყოდა, რომ ეს დავიმსახურეთ. ეს არის ფეხბურთი და ჩვენ ვითამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ ჩემპიონშიფში ყველაზე მეტი გოლი […]