შოთა არველაძე: “მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის”
“ჰალ სიტიში” ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ქართველმა ქომაგებმა ინგლისური კლუბის სოციალური ქსელის გვერდებზე შოთა არველაძის მხარდასაჭერი კომენტარები მრავლად დატოვეს, რაც შეუმჩნეველი არც ბრიტანელი გულშემატკივრების და თავად 48 წლის სპეციალისტისთვისაც არ დარჩენილა, რომელიც ამ ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით გამოეხმაურა. “ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. […]
შოთა არველაძე: “ბარნლი ჩქარობდა და ღელავდა, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ”
ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურის დაპირისპირებაში შოთა არველაძის გავწრთნილი “ჰალ სიტი” ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი კაპიტნის, ვენსან კომპანის “ბარნლის” სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კომენტარი გააკეთა. ფრე ვენსან კომპანის გუნდთან და წაუგებელი სტარტი – არველაძის გუნდი ლიდერებს შორისაა “ამ შედეგს ვეგუები. ჩვენ ვიცით, […]
შოთა არველაძის ემოციები ჰალის გოლის შემდეგ | VIDEO
შოთა არველაძე: “ჩვენი დღე არ იყო, ეს მატჩი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ”
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში “სტოკ სიტისთან” მარცხის და ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ინგლისურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “ბევრი რამის თქმა არ შემიძლია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. საშინაო კედლებში ისევ ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. დღეს ჩვენ მომენტების შექმნაში გვიჭირდა. გვსურდა, რომ უფრო მეტად შეგვეტია და უფრო მწვავედ, […]
შოთა არველაძე: “თამაშის ხარისხი გვაინტერესებს, მაგრამ ქულების მოპოვებაც აუცილებელია”
“ჰალ სიტიში” დანიშნულმა შოთა არველაძემ კარგად დაიწყო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩემპიონშიფის 28-ე ტურის ეგიდით, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ (2:0) მოიგო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც მოახერხა. ამ თემების შესახებ 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა “ჰალ სიტის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა. “ამ ოთხი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ჩვენ ცოტათი […]
შოთა არველაძემ დერბისთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “დერბი ქაუნთიმ” საშინაო კედლებში “ჰალ სიტი” – 3:1 დაამარცხა, სტუმარი გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. “პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. ყოველი მეორე ბურთი, ყოველი დუელი, ყოველი ნახტომი “დერბის” გამარჯვებით სრულდებოდა და ეს რთული იყო. როდესაც ისინი მეორე გოლს იტანდენ, ეს ჩვენი მცველებისა და მეკარის […]
ჩისკოს მეათე გამარჯვება – უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილზეა
ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” “ნოტინგემს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე, ადამ მასინამ გაიტანა. აღნიშნული შეხვედრა ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის ჩისკო მუნიოსისთვის ზედიზედ მეორე (ორივე შემთხვევაში გოლის გაუშვებლად) ამ გუნდის თავკაცის რანგში მეათე მოგებული მატჩი აღმოჩნდა. “დინამო თბილისის” ყოფილმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბში უკვე მე-16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 2 ფრედ […]
შოთა არველაძემ ფულემთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურის შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, “ფულემის” წინააღმდეგ (0:1) მარცხის შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. “ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ქულა რომ მოგვეპოვებინა, ვფიქრობ, ყველა იტყოდა, რომ ეს დავიმსახურეთ. ეს არის ფეხბურთი და ჩვენ ვითამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ ჩემპიონშიფში ყველაზე მეტი გოლი […]
ჩისკოს ზედიზედ მეოთხე მოგება და უშუალო კონკურენტის მარცხი – უოტფორდმა მეორე ადგილი გაიმყარა
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურის შეხვედრები “უოტფორდისთვის” წარმატებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა თავისი მატჩი “როტერჰემის” წინააღმდეგ – 4:1 მოიგო და ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწია, უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ამან “დინამო თბილისის” ყოფილ მწვრთნელს ახალ კლუბთან ერთად მეორე ადგილის შენარჩუნებაში ხელი შეუწყო. “ბრენტფორდმა”, რომელიც “დერბი ქაუნთის” პირველი ნახევრის შემდეგ – 2:0 უგებდა, საბოლოო […]
მესამე გამარჯვება – შოთა არველაძის ჰალმა ქოვენთრი დაამარცხა
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ, ინგლისის ჩემპიონშიფში მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე მესამე შეხვედრის მოგება მოახერხა. ეს 38-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც “ჰალ სიტიმ” “ქოვენთრი” სტუმრად – 2:0 დაამარცხა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 49 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა შეხვედრის მოგება პირველსავე ტაიმში მოახერხა, როცა მეოთხე და 28-ე წუთებზე მეტოქის კარში 2 უპასუხო […]
ჩისკომ პრემიერ ლიგაში აღზევებული ნორვიჩი მეორედაც დაამარცხა – უოტფორდს ელიტამდე 3 ქულა აშორებს
ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” პრემიერ ლიგაში ნაადრევად აღზევებული “ნორვიჩ სიტი” სტუმრად – 1:0 დაამარცხა. “დინამო თბილისის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩისკო მუნიოსს, ახალი გუნდიდან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო გუნდის სეზონში მეორედ დამარცხებაში 57-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დენ გოსლინგი დაეხმარა. სიმბოლურია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში სადებიუტო შეხვედრა სწორედ “ნორვიჩის” წინააღმდეგ გამართა და […]
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში “ქოვენთრის” წინააღმდეგ – 2:0 გამარჯვების შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენატარი გააკეთა. “ვიცით, რომ გულშემატკივრების წინაშე, საშინაო კედლებში კარგი თამაში გვმართებს და ეს მატჩი მნიშვნელოვან გზავნილს მისცემს მათ, რომ დაბრუნდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ. ჩვენი საშინაო თამაშები არ არის ისეთივე კარგი, როგორც ეს გასვლით მატჩებში ხდება, მაგრამ არა მგონია, […]