რიშარლისონმა სეზონში მე-13 გოლით ევერტონი დააწინაურა (ვიდეო)
ნეიმარმა მეკარეს ჰკითხა, თუ რომელ კუთხეში დაერტყა პენალტი (ვიდეო)
იქამდე, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა განახლდება, “პსჟ” ფორმის შესანარჩუნებლად ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდთან (9:0) გამარჯვების შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენი” ბელგიის მეორე დივიზიონის წარმომადგენელ “ვაასლანდ-ბევერენს” დაუპირისპირდა და 7 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის 48-ე წუთზე, როცა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი – 2:0 იგებდა, პარიზულმა გრანდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც მეტოქის მეკარეს ჰკითხა, თუ […]
ტიტული 6 წლის შემდეგ – ნაპოლი იტალიის თასის გამარჯვებულია!
6-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლიმ” ტიტული მოიპოვა – ნეაპოლიტანელები კოპა იტალიას გამარჯვებულები გახდნენ. ჯენარო გატუზოს პირველი სამწვრთნელო ჯილდო იტალიის თასი აღმოჩნდა, რომელიც მან ქვეყნის ყველაზე ტიტულივანი კლუბის, ტურინის “იუვენტუსის” დამარცხებით მოიპოვა. ქვეყნის თასის ფინალური შეხვედრა რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. რინოს გუნდმა “ბებერ ქალბატონს” 90 წუთში არ გაატანინა, ის კი […]
როგორი იქნებოდნენ თანამედროვე ვარსკვლავები 70-იან წლებში (ფოტო)
1970 წელს, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნიდან 50 წელი შესრულდა. FIFA-მ ტურნირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს გარეგნობა შეუცვალა და მათი კარიკატურები 70-იანი წლების სტილის მიხედვით გამოაქვეყნა. ხსენებული ტურნირის ფინალში ბრაზილიამ იტალიის ნაკრები 4:1 დაამარცხა, მესამე ადგილი კი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც ურუგვაის მინიმალური სხვაობით აჯობა (1:0). ასეთები იქნებოდნენ ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ირაკლი ბუხალი
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს “დინამო თბილისის” მედიამენეჯერი ირაკლი ბუხალი გაიხსენებს. დინამო თბილისი 2:1 ატლეტიკ ბილბაო (1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი პლეი-ოფი) […]
5 დაუვიწყარი მატჩი: გიგა გვენცაძე
ფეხბურთის ისტორიაში არის მატჩები, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს გულშემატკივრის მეხსიერებაში. უხვგოლიანი შეხვედრები სუპერვარსკვლავების გაბრწყინებები ან თითქმის წარმოუდგენელი ანგარიშის შემობრუნებები. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება საყვარელი გუნდის ისტორიული გამარჯვებები. მაშინ, როცა იძულებულები ვართ სახლში დავრჩეთ და საფეხბურთო სეზონიც შეჩერებულია, მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა ასეთი, კლასიკად ქცეული შეხვედრების ხელმეორედ, გულდასმით საყურებლად. ჩვენს რუბრიკაშიც სწორედ ამ თამაშების გახსენებას გთავაზობთ. ამჯერად, თავისთვის […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ლევან სალუქვაძე
კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო სეზონი სწორედ მაშინ შეაჩერა, როცა წამყვანი ევროპული ჩემპიონატები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდნენ და გულშემატკივარს მარტ-აპრილის საფეხბურთო ციებ-ცხელებას სთავაზობდნენ. ჰოლანდიის ერედივიზიონი უჩემპიონოდ დასრულდა, გაუქმდა ბელგიის ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრებიც, ელიტარული დივიზიონების ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. სანამ ფეხბურთის ქომაგს საყვარელი სანახაობა დაუბრუნდება, შევეცდებით კლასიკად ქცეული შეხვედრები შეგახსენოთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში “5 […]
ფაბიო კანავაროს ემოციური წერილი იტალიას
ყველას, ვინც ახლა სახლშია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემს გულს მღელვარებითა და შიშით ავსებს. ვერც აღგიწერთ, როგორი საშინელია, უყურო იტალიის ტანჯვას და ყოველდღე ამდენი გარდაცვლილის შესახებ გაიგო. ჩემი გული მათთანაა, ვისაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინონ. […]
ანდრეი შევჩენკო: კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს
უკრაინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა – ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის პანდემია, 1986 წელს უკრაინაში მომხდარ ჩერნობილის ბირთულ კატასტროფას შეადარა. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც იგი ამბობს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციები, რათა მსოფლიო სავალალო შედეგის წინაშე არ დადგეს. 43 წლის ფორვარდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: […]
კრიშტიანუ რონალდუმ ტურინი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. პორტუგალიელმა ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების და სერია A-ს მატჩების ერთი თვით გადადების გამო მიიღო. 35 წლის სუპერვარსკვლავი შინ მეუღლესთან და ოთხ ვაჟთან ერთად გაემგზავრა. 9 მარტს, ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულმა კარიერაში მეათასე შეხვედრა ჩაატარა, მისმა გუნდმა კი მილანის “ინტერს” 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ლიდერობა […]
ბუფონის აგენტი: “მარტში ჯიჯის მომავალზე ვიმსჯელებთ”
ლეგენდარული მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვიო მარტინამ 42 წლის გოლკიპერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “არ ვიცი, რას გააკეთებს ჯიჯი უახლოეს მომავალში, მაგრამ ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მარტის დასაწყისში ჩვენ კლუბის წარმომადგენლებს შევხვდებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ჯანლუიჯი 42 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და თავს კარგად გრძნობს, “იუვენტუსში” კი ბედნიერია. ბევრი წლის წინ, ჯიჯიმ […]
ექვსი ერი: უელსმა იტალიისთვის შემადგენლობა დაასახელა
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაცმა შაბათს, ექვსი ერის პირველ ტურში იტალიასთან გასამართი მატჩისათვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. “დრაკონებს” კვლავ ალუნ ვინ ჯონსი უკაპიტნებს. ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა ჯორჯ ნორთმა და ჰედლი პარკსს შეუწყვილდა ხოლო მის ადგილს 14 ნომერზე დებიუტანტი ჯონი მაკნიკოლი დაიკავებს. კიდევ ერთი დებიუტანტია მარქაფაში, “სარასენსის” 24 წლის ცენტრი, ნიკ ტომპკინსი, რომელიც ინგლისშია დაბადებულ-გაზრდილი, და […]