იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას” ტრიუმფის შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა: – ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამიხარდა, რომ ჩემ შემდეგ თასი სწორედ კიელინიმ აღმართა, რადგან ჯორჯო 2006 წლის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. – მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თქვენ ,,ოქროს ბურთი” მოიგეთ. შესაძლებელია, ასეთი სცენარი კიელინის […]