არტურო ვიდალი სავარაუდოდ “ინტერს” შეუერთდება
დღეს არტურო ვიდალი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. თუ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის, “ინტერს” ჩილელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს მილანში დაასრულებს და შესაძლოა ანტონიო კონტეს შემადგენლობაშიც დაამტკიცონ. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა არსებობს, ვიდალი იტალიაში გაფრენას ელოდებოდა, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. […]
ლაციოსთან შეხვედრაში რონალდუმ ტრავმა მიიღო
კვირას სერია ა-ს მე-7 ტურში “ლაციომ” “იუვენტუსს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბოლო 15 წუთის გამოტოვება მოუხდა. ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ რონალდუმ კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო. პორტუგალიელმა თავისი გუნდი პირველ ტაიმში მე-15 წუთზე დააწინაურა, 76-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო “ლაციოს” ნახევრამცველ ლუის ალბერტოსთან შეჯახების გამო. რონალდუს მაგივრად პაულო დიბალა შემოვიდა. პირლომ ვერ […]
რონალდუს გოლი “სამპდორიასთან” (ვიდეო)
პარმა 0:4 იუვენტუსი (მიმოხილვა)
ზინჩენკო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “მაჩესტერ სიტისთან” ზინჩენკოს ერთი წლით არენდის წესით აყვანაზე. უკრაინელი მცველი “სიტის” შემადგენლობაში ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ანხელინოს გერმანიაში წასვლის შემდეგ ზინჩენკოს მთავარი კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენჟამინ მენდია. თუ მენდის ტრავმები არ შეაწუხებს, სავარაუდოდ, გუარდიოლა სწორედ მას განიხილავს პირველ ნომრად მარცხენა მცველის პოზიციაზე. […]