არტურო ვიდალი სავარაუდოდ “ინტერს” შეუერთდება
დღეს არტურო ვიდალი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. თუ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის, “ინტერს” ჩილელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს მილანში დაასრულებს და შესაძლოა ანტონიო კონტეს შემადგენლობაშიც დაამტკიცონ. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა არსებობს, ვიდალი იტალიაში გაფრენას ელოდებოდა, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. […]
ლაციოსთან შეხვედრაში რონალდუმ ტრავმა მიიღო
კვირას სერია ა-ს მე-7 ტურში “ლაციომ” “იუვენტუსს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბოლო 15 წუთის გამოტოვება მოუხდა. ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ რონალდუმ კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო. პორტუგალიელმა თავისი გუნდი პირველ ტაიმში მე-15 წუთზე დააწინაურა, 76-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო “ლაციოს” ნახევრამცველ ლუის ალბერტოსთან შეჯახების გამო. რონალდუს მაგივრად პაულო დიბალა შემოვიდა. პირლომ ვერ […]
პირველი ტაიმის შემდეგ ინტერი ვერონასთან მოულოდნელად მარცხდება (ვიდეო)
სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს
მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “რომას” წარმომადგენლები იტალიელი მწვრთნელის აგენტს შეხვდნენ და მასთან შეთანხმებას მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ სარი “ჩელსიდან” წამოსვლას მოინდომებს, რომაული კლუბის კარი მისთვის ღია იქნება. მაურისიოს ირგვლივ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე კი ეს საკმაოდ რეალური იქნება. იტალიელის გაწვრთნილი “ჩელსი” საშინელ ფორმაშია და ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. შეგახსენებთ, რომ […]
ნ’გოლო კანტე შესაძლოა “ინტერს” 46 მილიონ ფუნტად შეუერთდეს
“არისტოკრატებმა” 7 ახალი ფეხბურთელის გუნდში მისაყვანად 222 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯეს. კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი, ედუარდ მენდი, ბენ ჩილველი, ტიაგო სილვა, მალანგა სარი – შეუერთდნენ ლონდონის “ჩელსის”. შესაძლოა ეს არ იყოს სრული ჩამონათვალი და ფრენკ ლამპარდმა კიდევ ვინმე დაიმატოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ჩელსის” სამიზნე ამჯერად “ვესტ ჰემის” ნახევარმცველი დეკლან რაისია. სავარაუდოდ, მისი […]
ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ინტერის” ინგლისელ ფეხბურთელს ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდგინდა. ეშლი იანგთან დაკავშირებული ინფორმაცია კვირას კლუბმა საკუთარ ოფიციალურ საიტზე მოკლე შეტყობინების სახით გამოაქვეყნა. 📰 | ANNOUNCEMENT FC Internazionale Milano announces Ashley Young has tested positive for COVID-19 👉 https://t.co/9PZecrL29z#FCIM — Inter (@Inter_en) October 11, 2020 ინგლისელი ფეხბურთელი თვითიზოლაციის მიზნით საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც კარანტინს გაივლის. 35 წლის […]