ზინჩენკო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “მაჩესტერ სიტისთან” ზინჩენკოს ერთი წლით არენდის წესით აყვანაზე. უკრაინელი მცველი “სიტის” შემადგენლობაში ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ანხელინოს გერმანიაში წასვლის შემდეგ ზინჩენკოს მთავარი კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენჟამინ მენდია. თუ მენდის ტრავმები არ შეაწუხებს, სავარაუდოდ, გუარდიოლა სწორედ მას განიხილავს პირველ ნომრად მარცხენა მცველის პოზიციაზე. […]
რონალდუს გოლი “სამპდორიასთან” (ვიდეო)
არტურო ვიდალი სავარაუდოდ “ინტერს” შეუერთდება
დღეს არტურო ვიდალი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. თუ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის, “ინტერს” ჩილელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს მილანში დაასრულებს და შესაძლოა ანტონიო კონტეს შემადგენლობაშიც დაამტკიცონ. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა არსებობს, ვიდალი იტალიაში გაფრენას ელოდებოდა, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. […]
პირველი ტაიმის შემდეგ ინტერი ვერონასთან მოულოდნელად მარცხდება (ვიდეო)
სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს
მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “რომას” წარმომადგენლები იტალიელი მწვრთნელის აგენტს შეხვდნენ და მასთან შეთანხმებას მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ სარი “ჩელსიდან” წამოსვლას მოინდომებს, რომაული კლუბის კარი მისთვის ღია იქნება. მაურისიოს ირგვლივ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე კი ეს საკმაოდ რეალური იქნება. იტალიელის გაწვრთნილი “ჩელსი” საშინელ ფორმაშია და ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. შეგახსენებთ, რომ […]
ზუსტად 23 წლის წინ, ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი შედგა (ვიდეო)
17 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა ზუსტად 23 წლის წინ, 1995 წელს ლეგენდობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.