NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,იუტა ჯაზს” უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 123:97 დაამარცხა. ,,მილუოკის” შემადგენლობაში 23 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ,,ბაქსს” 22 ქულით, 14 მოხსნითა და 1 პასით ბობი პორტისმა ულიდერა. ,,ჯაზის” რიგებში 18 […]