ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “იუტას” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center“-ში გამართული სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა მარცხით – 117:128 დასრულდა. “სან ანტონიოს” შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა ქართველი ლეგიონერის გარჯა ამაო აღმოჩნდა. პარკეტზე გატარებულ 28:42 წუთში, მამუკელაშვილმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა […]