უკანასკნელ პერიოდში, “მანცესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებდნენ. იტალიური მედია ყოველდღიურად იტყობინებოდა, რომ ესპანელ სპეციალისტსა და ტურინულ გუნდს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. Eurosport-ის ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტს “იუვენტუსი” წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ამ შეთავაზებაზე, ესპანელმა უარი განაცხადა. სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი […]