ბუფონი იუვენტუსს ტოვებს? – ლეგენდარული მეკარის დამატება სერია A-ს კლუბს სურს
ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა კარიერა “ატალანტაში” გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, თავის ბერგამოელები 43 წლის გოლკიპერის გადაბირებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუ თავიანთ მეკარე პიერლუიჯი გოლინის გაუშვებენ, ამ უკანასკნელის დამატების მსურველი კი არაერთი კლუბია. “ატალანტამ” უკვე განიხილა ბუფონის კანდიდატურა ორი წლის წინ, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
ბუფონი: “სახლში დავბრუნდი”
ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა. “დავბრუნდი, რადგან ქალბატონისგან შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!” განაცხადა ბუფონმა. ცნობილია, რომ ბუფონი “იუვენტუსში” 77 ნომრით ითამაშებს: “შესნი პირველ ნომერს მთავაზობდა, კიელინიმ კი მითხრა, რომ კაპიტნის სამკლავურს დამიბრუნებდა, თუმცა არავის არაფერს წავართმევ, ტურინში დავბრუნდები და უბრალოდ, 77 ნომრით ვითამაშებ,” განაცხადა მან. 🇮🇹 Torno […]
ბუფონმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა – 500 მშრალად შენახული კარი
44 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ – ჯანლუიჯი ბუფონმა, საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გახდა ერთადერთი მეკარე, რომელმაც კარიერაში კარი მშრალად 500-ჯერ შეინახა. სერია B-ს გასულ ტურში, “პარმა” “ბენევენტოს” ესტუმრა და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა, 44 წლის ჯიჯიმ კი კარი მშრალად შეინახა. 2022 წლის 5 თებერვალს, ბუფონი პირველი მეკარე გახდა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც […]
ხუან კუადრადო: “ჩვენ მოსაგებად გამოვედით, ნაპოლი კი მხოლოდ თავს იცავდა”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიის თასის ფინალში, “ნაოპოლისთან“, პენალტების სერიაში მარცხის (0:0, 2:4) შემდეგ, მეტოქე გუნდის სათამაშო სტილი გააკრიტიკა. “ჩვენ მოედანზე მატჩის მოსაგებად შევედით, მეტოქე კი 11 კაცით თავის დაცვას ცდილობდა. ძნელი იყო მოედანზე თავისუფალი ადგილის პოვნა. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მოუთმენლად ველოდოთ სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის განახლებას, სადაც წარმატებას უნდა მივაღწიოთ. […]
ბუფონი: 40 წლის ასაკში ჩემთვის “პსჟ” იდეალური გუნდია
ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით, იგი საერთოდ არ ღელავს იმის თაობაზე, რომ “პსჟ-ს” ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ხვდება. “ეს სიტუაცია ჩემთვის აბსოლუტუად მისაღებია. აქ გადმოსვლისას სეზონში 70 მატჩის ჩატარებას არ ვგეგმავდი. ჩემი აზრით, “პსჟ-ს” დონის გუნდს ორი კარგი მეკარე უნდა ჰყავდეს. მაგალითისთვის “რეალი” ავიღოთ, სადაც კარს კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა იცავენ. დღეს საჭიროა, გუნდში ორი უმაღლესი დონის […]
უნიკალური ფაქტი – ბუფონს იტალიის თასი მამა-შვილ კიეზებთან აქვს მოგებული
„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 2:1 დაამარცხა და იტალიის თასს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა. 43 წლის ასაკში, კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა ჯანლუიჯი ბუფონმა. მეორე და გადამწყვეტი გოლი „ატალანტას“ კარში ფედერიკო კიეზამ გაიტანა, რითაც ტურინულ კლუბს ჩემპიონობა მოუპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიელმა მეკარემ პირველად კოპა იტალია 21 წლის ასაკში, 1999 წელს „პარმას“ შემადგენლობაში […]
ბუფონი ტურინში იუვეს გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)
ბუფონი: ,,დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაგდო ოლივერმა”
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილმა მეკარემ, ჯანლუოჯი ბუფონმა, 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მადრიდის ,,რეალთან” განმეორებითი მატჩი გაიხსენა: ,,2018 წელს მადრიდში გამართული მატჩი არის თამაში, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, იმის მიუხედავადაც კი, რომ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაგდო ოლივერმა. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მგონი, ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი მას ფიზიკურად რამდენიმეჯერ შეეხო, მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ, თუმცა […]
ლეგენდები კლუბში რჩებიან – ჯიჯიმ და ჯორჯომ იუვესთან გაახანგრძლივეს
ტურინის “იუვენტუსის” ორმა თილისმამ ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს. 43 წლის მეკარე და 37 წლის ცენტრალური მცველი “ბებერ ქალბატონში” 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებენ. “ბიანკონერის” ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ ახალი კონტრაქტები იტალიელი ფეხბურთელების ერთგულებისა და მათი სათამაშო ხარისხისთვის ჯილდოს წარმოადგენს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი “ზებრებში” 2001-18 წლებში თამაშობდა, პსჟ-ში ერთწლიანი […]
ბუფონის გულახდილი ინტერვიუ: “კარიერის განმავლობაში დეპრესია მტანჯავდა”
აქტიური საფეხბურთო სტატუსის მქონე, თუმცა უკვე ლეგენდად ქცეულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, Vanity Fair-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან დღემდე უცნობ საკითხზე – მის დეპრესიაზე ისაუბრა. “გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. ვფიქრობდი, რომ ჩემზე არავინ ფიქრობდა – მე ვიყავი ფეხბურთელი და არა პიროვნება. ხალხს აინტერესებდა ბუფონი, მაგრამ ჯიჯი არავის ახსოვდა,” ამბობს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ბუფონმა […]
ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ “მილანის” აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი თავისი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (კონტინენტისა და მსოფლიოს პირველობა) მონაწილეობა მიიღო. მატჩის ჩატარების დღეს დონარუმა 22 წლისა […]
ბუფონი: “იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, სადაც სკამზე ვიჯდებოდი”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ ტურინის “იუვენტუსი” ერთადერთი კლუბია, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დათანხმდებოდა. “გულშემატკივრების ნაწილი გაკვირვებულია “იუვენტუსში” ჩემი ახალი როლით, თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ იმ ერთადერთ კლუბში ვარ, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დავთანხმდებოდი. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებთან დავბრუნდი, რომელთან ერთადაც საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. სასიამოვნოა ტურინელ ქომაგთან […]